პროფესიონალური რეიტინგები| მიმოხილვების ქულები |
|---|
| წყარო | რეიტინგი |
|---|
| Allmusic |     [1] |
Tone Float — ჯგუფ Organisation-ის ერთადერთი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა გერმანიაში, 1970 წელს. ჯგუფის წევრებმა, ფლორიან შნაიდერმა და რალფ ჰიუტერმა მოგვიანებით ჩამოაყალიბეს სხვა კოლექტივი, Kraftwerk. ხშირად Tone Float ითვლება Kraftwerk-ის სადებიუტო დისკად, მით უმეტეს, რომ სტილით ახლოს არის მის ალბომთან Kraftwerk.
ისტორია
ბრიტანეთში გაიყიდა ალბომის მხოლოდ რამდენიმე ასლი. ძირითადად, იგი ცნობილია პროექტში Kraftwerk-ის ორი ორიგინალური წევრის, რალფ ჰიუტერისა და ფლორიან შნაიდერის მონაწილეობით. ალბომის პროდიუსერია კონრად პლანკი.
- „სტუდია განლაგებული იყო ზეთის გადამამუშავებელ ქარხანაში. როდესაც გარეთ გავდიოდით, გვესმოდა ცეცხლის ხმაური — მთელი ეს ინდუსტრიული ხმები.“
- — რალფ ჰიუტერი [2]
ალბომი არც თუ შთამბეჭდავად იყიდებოდა, ამიტომ ლეიბლმა RCA ჯგუფთან კონტრაქტი გააუქმა. ამის შემდეგ Organisation დაიშალა.
ოფიციალურად ალბომი არასოდეს გამოცემულა, მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებში გამოვიდა მისი ბუტლეგური კომპაქტ-დისკები და გრამფირფიტები. მათში როგორც წესი, ასევე შედიოდა Vor dem blauen Bock - სინამდვილეში ცნობილი, როგორც Rückstoss Gondoliere, Kraftwerk მიერ ბრემული ტელეშოუს Beat-Club ეთერში გამოსვლიდან. სიმღერას ასრულებდა Kraftwerk-ის არახანგრძლივი შემადგენლობა - ფლორიან შნაიდერის, მაიკლ როთჰერისა და კლაუს დინგერის სახით. რალფ ჰიუტერი ამ პერიოდში სწავლით იყო დაკავებული.
სიმღერების სია
მუსიკალური ნაწყვეტები:
სიმღერის ნაწყვეტი — 229 KB
ყველა სიმღერის ავტორი — შნაიდერი, ჰაუფი და მონიკსი.[3].
|
|
| 2. | „Milk Rock“ | 5:24 |
| 3. | „Silver Forest“ | 3:19 |
| 4. | „Rhythm Salad“ | 4:04 |
| 5. | „Noitasinagro“ | 7:46 |
პერსონალი
- რალფ ჰიუტერი – ჰემონდის ორგანი
- ფლორიან შნაიდერი – ელექტრონული ფლეიტა, ალტო ფლეიტა, ზარი, დაირა, ელექტრონული ვიოლინო, პერკუსია, სამკუთხედი
- ბაზილ ჰამუდი – გლოკენშპილები, კონგა კონგი, მუსიკალური ყუთი, ბონგო, პერკუსია, ხმა
- ბუტჩ ჰაუფი – ბას გიტარა, პერკუსია, ეფექტები
- ალფრედ მონიკსი (მითითებულია, როგორც ’ფრედ მონიკსი’) – დასარტყმელი საკრავები, ბონგო, მარაკასი, დასარტყმელი საკრავები, ზარები, დაირა, პერკუსია
- კონრად პლანკი – ხმის ინჟინერი
გამოცემა
| ქვეყანა
|
თარიღი
|
ლეიბლი
|
ფორმატი
|
ნომერი კატალოგში
|
| ბრიტანეთი
|
აგვისტო 1970
|
RCA Victor[4][5]
|
გრამფირფიტა
|
SF 8111
|
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
|---|
| | | | სტუდიური ალბომები | |
|---|
| | საკონცერტო ალბომები | |
|---|
| | კომპლექტები | |
|---|
| | სინგლები | |
|---|
| | ვიდეო | |
|---|
| | სხვა სტატიები | |
|---|
|