The Man-Machine

The Man-Machine
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი მაისი, 1978
ჩაიწერა 1977-1978
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
სინთპოპი
ხანგრძლივობა 36:18
ლეიბლი Kling Klang
EMI
Capitol
პროდიუსერი რალფ ჰიუტერი, ფლორიან შნაიდერი
Kraftwerk — ქრონოლოგია
Trans-Europe Express
(1977)
The Man-Machine
(1978)
Computer World
(1981)
სინგლები ალბომიდან The Man-Machine
  1. „Das Model/Neonlicht“
    გამოცემის თარიღი: 1978, Kling Klang 006-45109 (გერ)
  2. „Die Roboter/Spacelab“
    გამოცემის თარიღი: 1978, Kling Klang 1C-006-32 941 (გერ)
  3. „The Robots/Spacelab“
    გამოცემის თარიღი: 1978, Capitol CL 15981 (ბრიტანეთი)
  4. „The Model/Computer Love“
    გამოცემის თარიღი: ნოემბერი 1981, EMI5207 (ბრიტანეთი)
ალტერნატიული გარეკანი
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[1]
Drowned in Sound10/10 stars[2]
Mojo5/5 stars[3]
Q4/5 stars[4]
რობერტ კრისტგოუ(B+)[5]
Uncut4/5 stars[6]

The Man-Machine (ქართ. ადამიანი-მანქანა, ასევე ცნობილი გერმანული სათაურით Die Mensch-Maschine) — გერმანული ელექტრონული ჯგუფ Kraftwerk-ის 1978 წლის სტუდიური ალბომი. იგი ასევე გამოიცა გერმანულ ენაზე, სახელწოდებით Die Mensch-Maschine. ამ ალბომის სინგლი The Model იქცა ბრიტანეთის ჩარტების ჰიტად და მოექცა მის სათავეში.

ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც ასევე მუშაობდა კარლ ბარტოსი. ემილ შულტს ეკუთვნის სიმღერის The Model ტექსტი.

მუსიკალურად ეს ალბომი ახლოს არის დისკთან Trans-Europe Express. ჩაწერა განხორციელდა Kraftwerk-ის საკუთარ სტუდიაში Kling Klang, მაგრამ დასრულებული იქნა ახლომდებარე სტუდიაში ”რუდასი”, სადაც მათთან ერთად ხმის საბოლოო მიქსზე მუშაობდა დეტროიტელი ხმის ინჟინერი ლეანარად ჯექსონი (კომპანია Whitfield Records).

ჟურნალმა Q ეს დისკი დაასახელა ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომს შორის, ხოლო Pitchfork Media-მ - 1970-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომს შორის.

დავა

ამ ალბომით, განსაკუთრებით მისი ვიზუალური გაფორმებით, რომელიც კარლ კლეფიშს ეკუთვნის (ფოტოგრაფია - გუნტერ ფროლინგი) Kraftwerk-მა კრიტიკოსების წუწუნი გამოიწვია. გაუგებარი მიზეზების გამო იგი დაადანაშაულეს ფაშიზმისა თუ ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდაში. განსაკუთრებით ამას იწვევდა წითელი ფერის და რუსულენოვანი ფრაზების გამოყენება. გარეკანის დიზაინი ეფუძნება ელ ლისიცკის ნამუშევრებს, მაგრამ სინამდვილეში იგი მხოლოდ გვაფრთხილებს მომავლის სამყაროს ცივ ატმოსფეროზე. თუმცა, თავის დროზე კრიტიკამ ეს არ შეამჩნია და ცივი ომის პერიოდში ევროპაში უცნაურად მიიღეს მთლიანად ალბომი.

გარეკანზე გამოტანილია რუსულენოვანი ფრაზა ალბომიდან - Я ТВОЙ СЛУГА, Я ТВОЙ РАБОТНИК (მე ვარ შენი მსახური, მე ვარ შენი მუშა).

ყდამ მაინც იქონია გავლენა თაობებზე. მუსიკალურმა პროდიუსერმა რიჩარდ ექსმა იგივე სტილი გამოიყენა ალბომის ”Girls on Top” გაფორმებაში, შეცვალა რა Kraftwerk-ის წევრების სახეები უიტნი ჰიუსტონის სახით.

სიმღერების სია

მხარე 1
#სახელწოდებატექსტიმუსიკახანგრძლივობა
1.„The Robots“ (Die Roboter)რალფ ჰიუტერიჰიუტერი, ფლორიან შნაიდერი, კარლ ბარტოსი6:11
2.„Spacelab“ჰიუტერიჰიუტერი, ბარტოსი5:51
3.„Metropolis“ჰიუტერიჰიუტერი, შნაიდერი, ბარტოსი5:59
მხარე 2
#სახელწოდებატექსტიმუსიკახანგრძლივობა
4.„The Model“ (Das Model)ჰიუტერი, ემილ შულტიჰიუტერი, ბარტოსი3:38
5.„Neon Lights“ (Neonlicht)ჰიუტერიჰიუტერი, შნაიდერი, ბარტოსი9:03
6.„The Man-Machine“ (Die Mensch-Maschine)ჰიუტერიჰიუტერი, ბარტოსი5:28

ტექნიკა

  • 2 სინთორამა, ანალოგური სეკვენსერები
  • Farfisa (ელექტრონული პიანინო)
  • დრამ-პედები
  • მინიმუგი
  • მიკრომუგი
  • პოლიმუგი
  • Korg PS-3100
  • ARP Odyssey
  • Vako Orchestron

პერსონალი

ჩარტები

ყოველკვირეული ჩარტები

ჩარტი (1978) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[7] 56
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[8] 15
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[9] 14
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[10] 29
გერმანიის ალბომები (Media Control)[11] 12
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[12] 24
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[13] 130
ჩარტი (1982) უმაღლესი
პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[14] 9
ჩარტი (2011) უმაღლესი
პოზიცია
იტალიის ალბომები (FIMI)[15] 94

სერტიფიცირებები და გაყიდვები

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
გაერთიანებული სამეფო (BPI)[16] ოქრო 100 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Allmusic review
  2. Drowned in Sound review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-10. ციტირების თარიღი: 2011-07-27.
  3. Snow, Mat (ნოემბერი, 2009). „Gut Vibrations“. Mojo. London: Bauer Media Group (192): 110. ISSN 1351-0193. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Q review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2011-07-27.
  5. Robert Christgau review
  6. Cavanagh, David. Uncut Reviews: Kraftwerk - Reissues. Uncut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 22, 2009.
  7. კენტი, დევიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, illustrated, St Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 170. ISBN 0-646-11917-6. 
  8. "Kraftwerk - Computerwelt" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი იანვარი 22, 2017.
  9. http://www.infodisc.fr/Album_Artiste_Choisi.php
  10. „Dutchcharts.nl – Kraftwerk – The Man-Machine“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი იანვარი 22, 2017.
  11. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი იანვარი 22, 2017.
  12. "Kraftwerk – The Man-Machine". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი იანვარი 22, 2017.
  13. „Kraftwerk ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი იანვარი 22, 2017.
  14. "1982-02-14 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი იანვარი 22, 2017.
  15. "Kraftwerk – Die Mensch-Maschine". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი იანვარი 22, 2017.
  16. British album certifications – Kraftwerk – The Man-Machine. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ The Man-Machine ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.