YINSH

YINSH — სტრატეგიული სამაგიდო თამაში, რომლის დიზაინერი არის კრის ბურმი. GIPF პროექტის მიერ გამოშვებული მეხუთე სამაგიდო თამაში. 2003 წელს, თამაშის გამოშვებისას, ბურმმა თქვა რომ მან განიძრახა YINSH ყოფილიყო პროექტის მეექვსე და ბოლო თამაში და ანუ იმ დროისთვის ჯერ არ გამოსული თამაში PÜNCT, ლოგიკურად უნდა ყოფილიყო მეხუთე თამაში.[1] თუმცა, მოგვიანებით, გამოვიდა მეშვიდე თამაში LYNGK

წესები

აღჭურვილობა

YINSH-ს დაფა კოორდინატებით

YINSH ითამაშება დაფაზე რომელსაც აქვს დავითის ვარსკვლავის ფორმა სამკუთხედის ფორმის უჯრებით, ჯამში 85 უჯრა (გადაკვეთის წერტილები), პერიმეტრის გასწვრივ მდებარე ადგილების ჩათვლით. დაფა ისეა ორიენტირებული, რომ ასოებით მონიშნული ხაზები ორ მოთამაშეს შორის გადის. თამაშის თითოეული ადგილი ხელმისაწვდომია რგოლებისა და მარკერების განსათავსებლად.[2]

სათამაშო ფიგურები:

  • 5 შავი და 5 თეთრი რგოლი
  • 51 ორმხრივი მრგვალი მარკერი, რომლებიც ცალ მხარეს შავია, ხოლო მეორე მხარეს — თეთრი, „Reversi“-ს ფიგურების მსგავსად.

რგოლები მოთამაშეებს ურიგდებათ, ხოლო მარკერები ორივე მოთამაშისთვის არის ყოველთვსი ხელმისაწვდომი.[2]

მიზანი

თამაშის მიზანია, საკუთარი სამი რგოლის მოშორება დაფიდან. რადგან ეს თამაშის მთავარი ამოცანაა, გამარჯვებასთან მიახლოება საკუთარი თავის დასუსტებას მოითხოვს, რაც უფრო ართულებს სტრატეგიის შემუშავებას.

თამაშის პროცესი

თამაში იწყება ცარიელი დაფით და მიმდინარეობს ორ ფაზად: ფიგურების განლაგება და მოძრაობა.

განლაგების ფაზა

პირველი ფაზის დროს, თეთრი ფიგურებით დაწყებული, მოთამაშეები რიგრიგობით ათავსებენ თავიანთ ერთ-ერთ რგოლს დაფის ნებისმიერ თავისუფალ ადგილზე (გადაკვეთებზე). მას შემდეგ, რაც ორივე მოთამაშე განათავსებს 5-5 რგოლს, ეს ფაზა სრულდება.

მოძრაობის ფაზა

მეორე ფაზაში, მოთამაშეები ქმნიან ხაზებს, ამაში იგულისხმება ერთი ფერის, ხუთი მომიჯნავე მარკერის სწორ ხაზზე განლაგება. როდესაც მოთამაშე შექმნის ასეთ ხაზს, ეს მოთამაშე იღებს ამ ხუთ მარკერს და ასევე თავის ერთ რომელიმე რგოლს დაფიდან. მოთამაშე იმარჯვებს, როცა თავის სამ რგოლს ამოიღებს.

სვლა შედგება შემდეგი ნაბიჯებისგან:

  1. მოთამაშე ირჩევს თავის ერთ-ერთ რგოლს გადასაადგილებლად.
  2. მოთამაშე ათავსებს მარკერს დაფაზე, საკუთარი ფერით ზემოთ, თავისი ფერის რგოლის შუაში.
  3. შემდეგ, მოთამაშე გადაადგილებს რგოლს სხვა თავისუფალ სივრცეში, საწყისი ჯვარედინიდან რომელიმე ექვსი მიმართულებისკენ. მარკერი არასოდეს მოძრაობს.

რგოლის გადაადგილებისას გასათვალისწინებელია შემდეგი წესები:

  • რგოლი არ შეიძლება გადაახტეს სხვა რგოლებს.
  • მოძრავ რგოლს შეუძლია გადაუაროს ნებისმიერი რაოდენობის გვერდიგვერდ დაწყობილ მარკერს. თუ მარკერს ახტება, რგოლი უნდა გაჩერდეს ბოლო მარკერის მომდევნო ცარიელ უჯრაში.
    • ყველა მარკერი, რომელსაც რგოლი გადაუვლის, ამოტრიალდება და ფერს შეიცვლის.
  • მოძრავი რგოლი არ შეიძლება გაჩერდეს მარკერის მიერ უკვე დაკავებულ ადგილზე.

შესაძლებელია და საკმაოდ ხშირია ისეთი სვლის გაკეთება, რომლის შედეგადაც მოწინააღმდეგის 5 მარკერისაგან ხაზი შეექმნება. როდესაც ერთ სვლაში ერთზე მეტი ხაზი იქმნება, მოთამაშე, რომელმაც სვლა გააკეთა, თავდაპირველად თავისი ხაზიდან იღებს მარკერებს და შემდეგ, მეორე მოთამაშე იღებს თავისი ხაიდან (არსებობის შემთხვევაში). აქედან გამომდინარე, თუ ერთი მარკერი ორ ხაზს ეკუთვნის, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის აღებაა შესაზლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ წესებში ეს არ არის მითითებული, ბურმმა წერილზე პასუხისას განმარტა იშვიათი შემთხვევა, როდესაც მოთამაშის ყველა რგოლი ბლოკირებულია და მას წესების შესაბამისი სვლის გაკეთება არ შეუძლია. მან უპასუხა, რომ მოთამაშე გამოტოვებს სვლებს სანამ რგოლის გადაადგილებას კვლავ შეძლებს.

თუ გამარჯვებულის გამოვლენამდე დაფაზე ყველა მარკერი განთავსდება, თამაში სრულდება და გამარჯვებულად მიიჩნევა ის მოთამაშე, რომელმაც დაფიდან ყველაზე მეტი რგოლი ამოიღო. თუ ამ მომენტისთვის ორივე მოთამაშეს რგოლების თანაბარი რაოდენობა აქვს ამოღებული, თამაში ფრედ სრულდება.

ვიდეო თამაშები

YINSH-ის ოფიციალური ონლაინ ვერსია არ არსებობს, თუმცა ხელმისაწვდომია რამდენიმე არაოფიციალური ვერსიები: „biskai.de" [3] და „Boardspace.net."[4] მობილურებისთვის iOS-ზე არსებობს „Shyring“, რომელიც 2014 წლის დეკემბერში გამოვიდა. 2025 წელს YINSH დაემატა „Board Game Arena“-ს და ამჟამად საჯარო ბეტა ვერსიაშია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Burm, Kris. Is YINSH the 5th or the 6th game of Project GIPF?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 February 2021. ციტირების თარიღი: 24 July 2021
  2. 2.0 2.1 YINSH Rules. ციტირების თარიღი: 6 July 2022
  3. [1] დაარქივებული 2009-07-21 საიტზე Wayback Machine. YINSH at biskei.de.
  4. Yinsh. Boardspace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 March 2021. ციტირების თარიღი: 24 July 2021

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.