Ultra HD Blu-ray
| Blu-ray | |
|---|---|
|
| |
| მედიის ტიპი | მაღალი სიმკვრივის ოპტიკური დისკი |
| კოდირება | H.265/MPEG-H Part 2 (HEVC) |
| ტევადობა |
50 გბ (ორ-შრიანი,[1] 92 მბიტ/წ) 66 გბ (ორ-შრიანი,[1] 123, 144 მბიტ/წ) 100 გბ (სამ-შრიანი,[1] 123, 144 მბიტ/წ) |
| ბლოკის ზომა | 2 კბ სეკტორის, 64 კბ ბლოკის ზომა[1] |
| წაკითხვის მექანიზმი | 405 ნმ ლაზერული დიოდი |
| შემქმნელი | Blu-ray დისკების ასოციაცია |
| ზომები | 120 მმ დიამეტრში |
| გამოყენება | ულტრამაღალი გარჩევადობის ვიდეო, Xbox One S, Xbox One X, Xbox Series X, PlayStation 5 |
Ultra HD Blu-ray (ბაზარზე — 4K Ultra HD) (UHD-BD) — ოპტიკურ დისკზე ციფრულ მონაცემთა შენახვის ფორმატი, რომელიც არის Blu-Ray-ის გაუმჯობესებული ვერსია.[2] ძველი თაობის Blu-Ray პლეერებს არ აქვთ Ultra HD Blu-ray ფორმატის დისკების მხარდაჭერა.[1] უკვე არსებობს მსგავსი ფორმატის დისკების მხარდაჭერის პლეერები - Ultra HD Blu-ray Player მაგ. Sony UBP-X800 4K Ultra HD Blu-ray Player და სხვა. ფორმატი მხარდაჭერილია სხვადასხვა პოპულარული ვიდეო თამაშების კონსოლების მიერ - მათ შორის არის Microsoft'ის Xbox One X,[3] One S,[4] Xbox Series X და კორპორაცია Sony'ის მეცხრე თაობის უახლესი კონსოლი PlayStation 5.[5][6]
Ultra HD Blu-ray ტექნოლოგიამ ლიცენზირება მოიპოვა 2015 წლის შუა პერიოდში, ხოლო პლეერებმა – ამავე წლის დეკემბრიდან.[2]
სპეციფიკაციები
2015 წლის 12 მაისს Blu-ray დისკების ასოციაციამ გამოავლინა სპეციფიკაციების დასრულებული ვერსია და ასევე Ultra HD Blu-ray ოფიციალური ლოგო. ძველი თაობის DVD და Blu-ray-ებისგან განსხვავებით, ახალ 4K ფორმატს არ აქვს რეგიონალური შეზღუდვა.
Ultra HD Blu-ray სტანდარტი იყენებს სამი სხვადასხვანაირი მოცულობის ვიდეო-ინფორმაციის მატარებელს 50 გბ და 66 გბ იყენებს ორ შრეს ხოლო 100 გბ სამ შრეს.[7][2]
- 50 გბ გამტარუნარიანობით 82 მბიტ/წ
- 66 გბ გამტარუნარიანობით 108 მბიტ/წ
- 100 გბ გამტარუნარიანობით 128 მბიტ/წ
ან და (2018 წლიდან)
- 50 გბ გამტარუნარიანობით 72 და 92 მბიტ/წ
- 66 GB და 100 გბ გამტარუნარიანობით 92, 123 და 144 მბიტ/წ
Ultra HD Blu-ray აქვს 4K UHD (3840 × 2160 გარჩევადობის) 60 კადრ./წამში სიხშირის მხარდაწერა,[2] რომელიც კოდირებულია მაღალი ეფექტურობის ვიდეო კოდირებით (HEVC) ანუ H.265 კოდირების ალგორითმის გამოყენებით.[2] დისკს აქვს ორი მაღალდინამიური დიაპაზონი'ს ანუ (HDR) მხარდაჭერა როგორც ფერების სიღრმეს მომატებით 10-ბიტი ფერზე ასევე გაზრდილი ფერების გამით Rec. 2020 ფერთა სივრცის გამოყენებით ვიდრე ჩვეულებრივი Blu-ray ვიდეო. Ultra HD Blu-ray დისკი იყენებს ახალ განახლებულ AACS DRM, AACS 2 ანტი-კოპირების დაცვის სისტემას. აგრეთვე ვიდეო სიგნალის დაცვის სისტემამაც განიცადა განახლება და გახდა HDCP 2.2.
2015 წლის 12 მაისს Blu-ray დისკების ასოციაცია'მ გამოავლინა საბოლოო ფორმატის მახასიათებლები და ოფიციალური ლოგო.[8] ძველი DVD და Blu-ray'ეებისგან განსხვავებით ახალ 4K ფორმატს მოეხსნა რეგიონული კოდირება.[9]
4K-HDR'ის სრულყოფილი გადაცემისთვის ასევე განახლდა კაბელიც და ამჟამად ის HDMI 2.1 ვერსიის არის. ახალ დისკს აქვს შემდეგი ხმის ფორმატების მხარდაჭერა: DTS:X, Dolby Atmos და Auro-3D.
2016 წლის 14 თებერვალს Blu-ray დისკების ასოციაცია გამოუშვა Ultra HD Blu-ray რომლებსაც ღქონდა HDR10 მედია პროფილის და Dolby Vision'ს შერჩევითი მხარდაჭერა.[10][11]
2018 წლის 23 იანვარს Blu-ray დისკების ასოციაცია განაახლა ფორმატის ვერსია 3.2'მდე რომელშიც დაემატა შერჩევითი მხარდაჭერა HDR10+'ის და Philips/Technicolor's SL-HDR2'ის.[12]
საწყისი სათაურები
პირველი Ultra HD 4K Blu-ray დისკები ოფიციალურად იქნა გაშვებული გაყიდვაში 2016 წლის 14 თებერვალს ოთხი კომპანიის მიერ.[13]
- Sony Pictures Home Entertainment (ექვსი ნამუშევარი: „საოცარი ადამიანი ობობა 2“, „სოლტი“, „ჰენკოკი“, ჩაპი, „ანანასის ექსპრესი“, „სმურფები 2“)[14]
- Lionsgate Home Entertainment (ოთხი ნამუშევარი: „სიკარიო“, „უკანასკნელი ალქაჯებზე მონადირე“, „შეუჩერებელნი 3“, „ენდერის თამაში“)[15]
- Warner Bros. Home Entertainment (ოთხი ნამუშევარი: „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“, „ლეგოს ფილმი“, „პენი“, „სან-ანდრეასი“)[16]
- 20th Century Fox Home Entertainment (შვიდი ნამუშევარი: „მარსელი“, „კინგსმენი: საიდუმლო სამსახური“, „გამოსვლა: ღმერთები და მეფეები“, „ლაბირინთში მორბენალი 2“, „ველური“, „ჰიტმენი: აგენტი 47“ და „ფანტასტიკური ოთხეული“)[17]
და მერე მიყვნენ დანარჩენები:
- Paramount Home Media Distribution (ორი ნამუშევარი: „ვარსკვლავური გზა“ და „ვარსკვლავური გზა: ბნელში“ - გამოსვლის თარიღი 2016 წლის 14 ივნისი.)[18]
- Universal Pictures Home Entertainment (სამი ნამუშევარი: „ ლუსი“, „ ობლივიონი“ და „ გადარჩენილი (Lone Survivor)“ - გამოსვლის თარიღი 2016 წლის 9 აგვისტო.)[19]
- Warner Music Group'მა 2017 წლის 22 მაისს გამოსცა Sammi Cheng's Touch Mi 2 World Tour, რომელიც ოფიციალურად გახდა მსოფლიოში პირველი ცოცხალი კონცერტი გამოცემული UHD Blu-ray ფორმატში. კონცერტი გახდა პირველი ცოცხალი შოუ რომელიც ჩაიწერა 4K ფორმატში, მისი წარმოება დაიწყო 2016 წლის ნოემბერში.[20]
- Toho (ერთი ნამუშევარი: „შენი სახელი“ - გამოსვლის თარიღი 2017 წლის 26 ივლისი.)[21]
- Walt Disney Studios Home Entertainment (ერთი ნამუშევარი: „გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2“ - გამოსვლის თარიღი 2017 წლის 22 აგვისტო.)[22][23]
ამ ეტაპზე უკვე გამოშვებულია ასობით დისკი და იგეგმება კიდევ ბევრის, როგორც ახალი („ წინაპართა ძახილი“, „ ზღარბი სონიკი“, „ წინ! (Onward)“, „ უჩინარი კაცი“, „ პარაზიტები“, „ საფუძველი (Tenet)“ ) მხატვრული და ანიმაციური ფილმის, ასევე ძველი პოპულარული („ უკან მომავალში: ტრილოგია“, „მარტო სახლში“, „ყველაფრის გახსენება“, „ ბეჭდების ბრძანებელი: ტრილოგია“, „ ჰობიტი: ტრილოგია“, „V ნიშნავს ვენდეტას“) ნამუშევრების რესტავრაცია და გამოშვება.[24]
გალერეა
-
პირველი 4K Blu-ray ფილმები აშშს მაღაზია "Best Buy"ის დახლზე
-
Sony BDZ-FT1000 Blu-ray Disc ჩამწერი და Ultra HD Blu-ray პლეერი.
-
Xbox One X ვიდეო თამაშების კონსოლი
რესურსები ინტერნეტში
- Blu-ray დისკების ასოციაცია დაარქივებული 2010-01-10 საიტზე Wayback Machine.
- 4k UltraHD™ ფორმატის დისკების (ფილმები, კონცერტები, ვიდეო თამაშები და სხ.) მონაცემთა ბაზა
- YouTube UltraHD Blu-Ray არხი
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 White Paper: Blu-ray Disc™ Format (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-15. ციტირების თარიღი: 2016 წლის 28 დეკემბერი.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 „4K Blu-ray discs arriving in 2015 to fight streaming media“. CNET. 2014 წლის 5 სექტემბერი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014 წლის 13 ოქტომბერი. ციტირების თარიღი: 2014 წლის 18 ოქტომბერი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=,|date=, და|archive-date=-ში (დახმარება) - ↑ Warren, Tom. (2017 წლის 11 ივნისი) Xbox One X is Microsoft's next game console, arriving on November 7th for $499. Vox Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 21 ივნისი. ციტირების თარიღი: 2019 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ Webster, Andrew. (2016 წლის 13 ივნისი) Microsoft announces the Xbox One S, its smallest Xbox yet. Vox Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019 წლის 1 აგვისტო. ციტირების თარიღი: 2019 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ Rubin, Peter. (2019 წლის 8 ოქტომბერი) Exclusive: A Deeper Look at the PlayStation 5. Wired. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019 წლის 8 ოქტომბერი. ციტირების თარიღი: 2019 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ Hood, Vic. (2020 წლის 9 იანვარი) PS5 release date, specs, news and rumors for Sony's PlayStation 5. Future Publishing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019წლის 14 დეკემბერი. ციტირების თარიღი: 2020 წლის 13 თებერვალი
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-11. ციტირების თარიღი: 2020-10-15.
- ↑ Blu-ray Disc Association Completes Ultra HD Blu-ray™ Specification and Releases New Logo - Business Wire (2015 წლის 12 მაისი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015 წლის 31 ოქტომბერი. ციტირების თარიღი: 2015 წლის 28 ოქტომბერი.
- ↑ Michael S. Palmer. (2015 წლის 7 ოქტომბერი) Everything We Know About Ultra HD Blu-ray. High-Def Digest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-18. ციტირების თარიღი: 2016 წლის 26 დეკემბერი.
- ↑ Caleb Denison (2016 წლის 28 იანვარი). „Ultra HD Blu-ray arrives February 2016; here’s everything we know“. Digital Trends. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016 წლის 27 ივლისი. ციტირების თარიღი: 2016 წლის 27 ივლისი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=,|date=, და|archive-date=-ში (დახმარება) - ↑ Michael S. Palmer (2016 წლის 10 თებერვალი). „Hands On First Look: Samsung UBD-K8500 Ultra HD Blu-ray Player“. High-Def Digest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016 წლის 24 ივლისი. ციტირების თარიღი: 2016 წლის 27 ივლისი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=,|date=, და|archive-date=-ში (დახმარება) - ↑ „Blu-ray Disc Association – Update – 1/12/2018“. From Vinyl to Plastic. 2018 წლის 12 იანვარი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018 წლის 13 იანვარი. ციტირების თარიღი: 2018 წლის 12 იანვარი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=,|date=, და|archive-date=-ში (დახმარება) - ↑ Upcoming Fox 4K Blu-ray Titles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016 წლის 10 იანვარი. ციტირების თარიღი: 2016 წლის 12 იანვარი.
- ↑ Thomas K. Arnold. (2016 წლის 6 იანვარი) Dolby Collaborates on 4K Ultra HD Movies from Sony, MGM, Uni. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 16 თებერვალი. ციტირების თარიღი: 2016 წლის 26 დეკემბერი.
- ↑ Steven Cohen. (2016 წლის 13 იანვარი) Lionsgate Reveals Ultra HD Blu-ray Launch Titles, Release Date Set for March 1. High-Def Digest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 15 იანვარი. ციტირების თარიღი: 2016 წლის 26 დეკემბერი.
- ↑ WARNER BROS. HOME ENTERTAINMENT’S FIRST ULTRA HD BLU-RAY™ TITLES TO BE RELEASED MARCH 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 1 თებერვალი. ციტირების თარიღი: 2016 წლის 26 დეკემბერი.
- ↑ 4k Ultra HD Blu-ray Titles from Fox Show Up on Amazon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 20 თებერვალი. ციტირების თარიღი: 2016 წლის 26 დეკემბერი.
- ↑ Paramount Announces First 4K Blu-ray Titles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 1 სექტემბერი. ციტირების თარიღი: 2017 წლის 31 აგვისტო
- ↑ Universal Releases 3 Feature Films To 4k Ultra HD Blu-ray. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018 წლის 16 მაისი. ციტირების თარიღი: 2018 წლის 16 მაისი
- ↑ Sammi Cheng Touch Mi 2 world tour 4K Blu-ray. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 18 მაისი. ციტირების თარიღი: 2017 წლის 28 ივნისი.
- ↑ Hutchins, Riley. (2017 წლის 17 მაისი) Your Name DVD, Blu-ray Sales Information Released. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 17 მაისი. ციტირების თარიღი: 2017 წლის 17 მაისი
- ↑ Landy, Tom. (2017 წლის 4 ივლისი) James Gunn's 'Guardians of the Galaxy Vol. 2' Blu-ray and 4K Ultra HD Blu-ray Coming in August. High-Def Digest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 4 ივლისი. ციტირების თარიღი: 2017 წლის 4 ივლისი.
- ↑ Katzmeier, David. (2017 წლის 9 ივნისი) 'Guardians of the Galaxy 2' could be Disney's first 4K Blu-ray. CNET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 4 ივლისი. ციტირების თარიღი: 2017 წლის 4 ივლისი.
- ↑ Complete list of upcoming 4K Blu-ray movies around world.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.