The GNOME Project
| The GNOME Project | |
|---|---|
|
| |
| შეიქმნა | 29 აგვისტო, 1997 |
| სტატუსი | მოქმედი |
| ტიპი | ფონდი |
| მიზანი | თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა |
| დამფუძნებლები | მიგელ დე იკასა და ფედერიკო მენა |
| დამფუძნებელი (-ები) | Miguel de Icaza |
| http://gnome.org | |
The GNOME Project — აერთიანებს GNOME გრაფიკულ სივრცის და მასთან ასოცირებული პროგრამული პლატფორმის უკან მდგარ თემს. თემი მოიცავს დეველოპერებს, მხატვრებს, მწერლებს, თარჯიმნებს, GNOME-ს აქტიურ მომხმარებლებს და სხვა კონტრიბუტორებს. დღესდღეობით პროექტი ძირითადად იმართება ორგანიზაცია GNOME Foundation-ის მიერ. GNOME ასევე მიეკუთვნება თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის პროექტ GNU-ს.[1] პროექტის ძირითადი მიზანია განავითაროს GNOME გრაფიკული სივრცე და წაახალისოს თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. [2]
GNOME Foundation
GNOME Foundation შეიქმნა 2000 წელს, პროქტ GNOME-ს სამართავად. GNOME Foundation-მა აიღო პასუხისმგებლობა პროექტის ადმინისტრაციულ ნაწილზე, მედიასთან და პარტნიორებთან ურთიერთობაზე. ორგანიზაცია არ არის აქტიურად ჩართული პროექტის ტექნიკურ მხარესთან, ამასთანავე GNOME Foundation კოორდინირებს პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემებს. ორგანიზაციაში გაწევრიანება შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც წვლილი აქვს შეტანილი პროექტის განვითარებაში. ორგანიზაციის წევრებს შეუძლიათ მისცენ ხმა და მიიღონ მონაწილეობა დირექტორების საბჭოს არჩევნებში.[3]
ძირითადი პრინციპები
პროექტი GNOME ხელმძღვანელობს ოთხი პრინციპით:[2]
- დამოუკიდებელი - პროექტი იმართება არაკომერციული ფონდის მიერ, რომელსაც ჰყავს დემოკრატიულად არჩეული საბჭო.
- დაკავშირებული - პროექტი თანამშრომლობს სხვა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის პროექტებთან რათა შექმნას მაღალი ხარისხის პროდუქტი.
- თავისუფალი - პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს თავისუფალი, მისი შექმნის პროცესი კი გამჭვირვალე.
- ხალხზე ორიენტირებული - პროექტი ცდილობს შექმნას მრავალენოვანი პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შესაფერისი თვისებებით.
პროგრამული უზრუნველყოფა
პროექტი GNOME აერთიანებს მრავალ თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის პროექტს. მათ შორის:[4]
- GDM
- Genie
- GLib
- GnomeShell
- GStreamer
- GTK+
- Metacity
- Vala
სქოლიო
- ↑ GNU Software. GNU Project. ციტირების თარიღი: 2017-04-29.
- ↑ 2.0 2.1 About Us. The GNOME project. ციტირების თარიღი: 2017-04-29.
- ↑ Membership. The GNOME project. ციტირების თარიღი: 2017-04-29.
- ↑ Projects. The GNOME project. ციტირების თარიღი: 2017-04-29.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.