Tesla Model 3

Tesla Model 3 არის ფასტბეკის ძარის სტილის საშუალო ზომის სედანი. იგი 2017 წელს პირველად წარადგინა Tesla, Inc.-ის. .ეს ავტომობილი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე Tesla-ს წინა მოდელები. 2018 წლიდან 2020 წლამდე, Model 3 იყო მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი დატენვადი ელექტრომობილი სანამ კროსოვერი Tesla Model Y პირველ ადგილს დაიკავებდა. 2021 წლის ივნისში, Model 3 გახდა პირველი ელექტრომობილი, რომელის გაყიდვებმაც1 მილიონს გადააჭარბა.

Model 3-ის ფეისლიფტი 2023 წლის ბოლოს Gigafactory Shanghai- ის მიერ იქნა წარმოებული, ხოლო 2024 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში Tesla Fremont Factory- ის მიერ გამოშვებული მოდელების გაყიდვა დაიწყეს.

2020 ცვლილებები

2020 წლის სტილის ცვლილებები

2020 წლის ნოემბერში Model 3-მა მიიღო ექსტერიერისა და ინტერიერის სტილის ცვლილებები, ამ ცვილებებიდან ბევრი გადავიდა მაშინდელ ახალ Model Y-ზე. ყველაზე შესამჩნევი კოსმეტიკური ცვლილება იყო ის, რომ კარის სახელურების, გვერდითი სარკის, ფანჯრის და კამერის ქრომირებული დეტალები გახდა შავი ფერის. [1]

სხვა ცვლილებები

ასევე გარკვეული აპარატურა იქნა ამოღებული ავტომობილიდან: ადაპტაციური საკრუიზო კონტროლის რადარის სენსორი გაუქმდა 2021 წლის აპრილში, წინა მგზავრის სავარძლის ზურგის საყრდენი ამოიღეს 2021 წლის მაისში [2] და ულტრაბგერითი სენსორები, რომლებიც გამოყენებოდა პარკინგის დროს გააუქმეს 2022 წლის ოქტომბერში და შეიცვალა Tesla Vision-ით, Tesla-ს ხედვაზე დაფუძნებული პარკინგის სისტემით.

2023 განახლება

2023 წლის 1 სექტემბერს Tesla-მ გამოაცხადა Model 3-ის დიზაინის განახლება: უფრო მეტი მანძილის გავლა, წარმოების დაბალი ხარჯები, ტექნიკური გაუმჯობესებები და განახლებული ექსტერიერი და ინტერიერი. [3] პროექტირების დროს განახლებას ეწოდა კოდური სახელი "Project Highland". [4] იგი წარადგინეს 2023 წლის მიუნხენის საავტომობილო შოუზე.

Gigafactory Shanghai იყო Tesla-ს პირველი ქარხნა, რომელმაც დაიწყო განახლებული Model 3-ის დამზადება, მანქანა იყიდება ჩინეთში და იმ ბაზრებზე, რომლებშიც Tesla ახორციელებს ექსპორტს ჩინეთიდან, მათ შორის ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ავსტრალია და იაპონია. [3] განახლებული Model 3 ხელმისაწვდომი გახდა შეკვეთისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში 2024 წლის 10 იანვარიდან, ამ მოდელების წარმოება ხორციელდება Tesla Fremont Factory-ში. [5]

წარმოება

Gigafactory Shanghai აწარმოებს Model 3-ს 2019 წლის დეკემბრიდან რომელიც ადგილობრივი ჩინეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, ასევე აშშ-ის გარდა სხვა რაიონებში ექსპორტისთვის.

უსაფრთხოება

2019 წელს ავარიის ტესტირების შემდეგ, Model 3-მა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა, მიიღო ხუთი ვარსკვლავი ყველა კატეგორიაში საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისგან [6] და 94% Euro NCAP ქულა აქტიურ უსაფრთხოებაში . [7] [8]

მოდელმა 3-მა 2026 წელს შესაძლოა დაკარგოს Euro NCAP ხუთ ვარსკვლავიანი რეიტინგი ფიზიკური ღილაკების არარსებობის გამო.

საიმედოობა

2024 წლის ნოემბერში Tesla Model 3-მა ბოლო ადგილი დაიკავა ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის (TÜV) ანალიზში ახალი მანქანების საგზაო ინსპექტირების შედეგების ანალიზში გერმანიასა და ავსტრიაში. გერმანიაში ეს შემოწმება სავალდებულოა. [9] TÜV-ის თანახმად, მდაზიანების შედარებით მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას იმით, რომ Tesla არ საჭიროებს რეგულარულ მოვლას. დანიაში 2024 წელს Tesla Model 3-ის 2020 წლის მოდელის 23%-მა ვერ შეძლო პირველი შემოწმების გავლა, ხოლო სხვა ბრენდების ელექტრო მანქანების 9%-მა ვერ შეძლეს შემოწმების გავლა. [10]

  1. Capparella, Joey (October 16, 2020). „Tesla Model 3 Gets Design Changes Inside and Out, Increased Range“. Car and Driver. ციტირების თარიღი: January 22, 2024.
  2. Yekikian, Nick (June 7, 2021). „Tesla Model 3 and Y Lose Adjustable Lumbar Due to "Almost No Usage". MotorTrend. ციტირების თარიღი: September 1, 2023.
  3. 3.0 3.1 Yan, Zhang; Jin, Hyunjoo; Leussink, Daniel; Goh, Brenda (2023-09-01). Schmollinger, Christian (ed.). „Tesla releases refreshed Model 3 with longer driving range in China“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-09-01.
  4. Yan, Zhang; White, Joe; Guilluame, Gilles; Krolicki, Kevin (November 28, 2022). Nicolaci da Costa, Ana (ed.). „Exclusive: Tesla readies revamped Model 3 with project 'Highland' -sources“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: August 28, 2023.
  5. Kalia, Shubham; Sriram, Akash (January 10, 2024). „Tesla launches restyled Model 3 in North America“. Reuters. ციტირების თარიღი: January 22, 2024.
  6. Lambert, Fred (September 20, 2018). „Tesla Model 3 gets perfect 5-star safety rating in every category from NHTSA“. Electrek. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 20, 2018. ციტირების თარიღი: September 20, 2018.
  7. Tesla, Mercedes and Škoda Score a Touchdown in Euro NCAP's Latest Safety Tests (July 3, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 4, 2019. ციტირების თარიღი: July 4, 2019
  8. Schmidt, Bridie. (July 4, 2019) Tesla Model 3 smashes European NCAP tests with best safety assist. ციტატა: „(Table sorted ny Safety Assist)“ ციტირების თარიღი: July 4, 2019
  9. Chilton, Chris (2024-11-23). „Tesla Model 3 Ranks Dead Last In TUV Reliability Tests For Newer Cars“. Car Scoops. ციტირების თარიღი: 2024-12-31.
  10. Bregenov-Pedersen, Mads (2025-01-24). „Populær Tesla-model dumper med et brag til syn“ [Popular Tesla model dumps with a bang]. FDM. Denmark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-02-01. ციტირების თარიღი: 2025-02-06.

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.