Telemundo

Telemundo
სლოგანი "Atrévete a más" (გაბედე მეტი)
ქვეყანა აშშ
მაუწყებლობის ზონა თანამგზავრული, საერთაშორისო
დაფუძნდა 1954
დამფუძნებელი ანხელ რამოსი
მფლობელი Comcast
საიტი telemundo.com

Telemundo (ქართ. ტელემუნდო) — ესპანურენოვანი სატელევიზიო ქსელი აშშ-ში, მეორე უდიდესი ესპანურენოვანი ტელემწარმოებელი მსოფლიოში[1] და ასევე მეორე უდიდესი ესპანურენოვანი სატელევიზიო ქსელი აშშ-ში უნივისიონის (Univision) შემდეგ.[2] ტელემუნდოს მფლობელია Comcast-ი, თუმცა NBCUniversal Telemundo Enterprises-ის დანაყოფ NBCUniversal-ის გავლით.

ტელემუნდო 142 საჰაერო გადამცემის, საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობით ფარავს ესპანური და ლათინოამერიკული მოსახლეობის 58%-ს.[3] 2007 წელს, მის საკვირაო პრაიმ-ტაიმის ეთერს 1 035 000 ადამიანი უყურებდა. ტელემუნდო ერთადერთი ესპანურენოვანი ქსელია, რომელიც ამ სამყაროს ყველაზე მეტ ტელენოველას აწარმოებს. ტელეარხის მრავალი პროგრამა სუბ-ტიტრებით გადის როგორც ინგლისურ, ისე ესპანურ ენებზე.[4]

ტელემუნდო 1954 წელს სატელევიზიო სადგურითურთ ანხელ რამოსმა დააარსა პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში. კომპანიის მფლობელი, ტელემუნოდს კომუნიკაციების ჯგუფი (Telemundo Communications Group) NBC Universal-ის ნაწილია. ტელემუნდოს ამჟამინდელი პრეზიდენტია ლუის სილბერვასერი. ტელეარხში დასაქმებულია 1 900 ადამიანი;[5] სათავო ოფისი მდებარეობს ფლორიდის შტატში, მაიამის გარეუბან ჰაიალიაში.[6] შოუებისა და პროგრამების ძირითადი ნაწილი მაიამის სტუდიებში იწარმოება. 2011 წლის მონაცემებით, ტელემუნდოს ტელენოველების 85% ასევე მაიამიში იწარმოებოდა.[7]

მისი ყველაზე გახმაურებული სერიალებია შტორმი (La Tormenta, უჩვენეს 150 ქვეყანაში), Bella Calamidades (110 ქვეყანა), ფარული ვნება (Pasión De Gavilanes, 102 ქვეყანა), Zorro: La Espada y la Rosa (98 ქვეყანა), სად არის ელისა? (¿Dónde Está Elisa?, 90 ქვეყანა), დონა ბარბარა (Doña Bárbara, 80 ქვეყანა), Más Sabe el Diablo (75 ქვეყანა), ელენას მოჩვენება (El Fantasma de Elena, 70 ქვეყანა), სამხრეთის დედოფალი (La Reina del Sur, 70 ქვეყანა), El Rostro de Analía (60 ქვეყანა).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.