Strachan Open

Strachan Open ან Strachan Challenge — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი.

იწყებოდა 1992 წელს, როგორც რეიტინგული ტურნირი სახელწოდებით Strachan Open, ამავე სახელწოდების კომპანიის სპონსორირებით. პირველი გათამაშება გაიმართა Thornbury Leisure Centre-ში, ბრისტოლის მახლობლად. ჯეიმზ უოტანამ ფინალში იმ დროისთვის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ჯონ პეროტი დაამარცხა ანგარიშით 9:5 და მოიპოვა თავისი პირველი რეიტინგული ტიტული. პრიზად მას ერგო GB£ 12 500. სადებიუტო გათამაშებაში მონაწილეობა არ მიიღო ბევრმა წამყვანმა პროფესიონალმა, რადგან ტურნირის რეიტინგული ქულები და საპრიზო ფონდი ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ანალოგიურ შეჯიბრებების უმრავლესობაზე.

1993 წელს ტურნირმა შეიცვალა სახელწოდება Strachan Challenge-ზე და გახდა დაბალრეიტინგული (ანუ ქულები ირიცხებოდა 1/10-ის დოზით, რათა როგორმე მაინც წაეხალისებინათ ახალი მოთამაშეები). შეიცვალა ჩატარების ფორმულაც. საბოლოოდ, 1994 წელს Strachan Challenge არარეიტინგული გახდა, რის გამოც საბოლოოდ დაკარგა მოთამაშეების მხრიდან ინტერესი, შესაბამისად, სპონსორებიც.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 1992 წელს პიტერ ებდონმა უეინ მარტინის წინააღმდეგ მატჩში მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა.

გამარჯვებულები

წელი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში სეზონი
Strachan Open (რეიტინგული)
1992 ტაილანდის დროშა ჯეიმზ უოტანა ინგლისის დროშა ჯონ პეროტი 9:5 1991/92
Strachan Challenges (დაბალრეიტინგული)
1992 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჯო სვეილი ნიდერლანდების დროშა სტეფან მაზროცისი 9:4 1992/93
1993 ინგლისის დროშა ტროი შოუ ინგლისის დროშა ნაიჯელ ბონდი 9:4 1992/93
1993 მალტის დროშა ტონი დრაგო ირლანდიის დროშა კენ დოერტი 9:7 1992/93
Strachan Challenges (არარეიტინგული)
1994 ინგლისის დროშა ენტონი ჰემილტონი ინგლისის დროშა ენდი ჰიქსი 9:4 1993/94
1994 ინგლისის დროშა ენტონი ჰემილტონი უელსის დროშა პოლ დევისი 9:4 1993/94

რესურსები ინტერნეტში

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.