SpaceX Dragon 2
| Dragon 2 | |
|---|---|
|
SpaceX Demo-2 მისიის ფარგლებში ხომალდი Crew Dragon სადგურთან შეპირისპირების საბოლოო ტრაექტორიაზე | |
| ალტერნატიული დასახელება | Dragon V2 |
| ოპერატორი |
SpaceX NASA |
| ორბიტები | დედამიწის საყრდენი ორბიტა |
| სტატუსი | გამოიყენება |
| ტექნიკური მახასიათებლები | |
| მწარმოებელი | SpaceX |
| ცარიელის მასა | 6 350 კგ |
| დატვირთულის მასა | 13 ტონამდე |
| ზომები |
დიამეტრი: 4 მ სიმაღლე: 8.1 მ გვერდის კუთხე: 15° |
| ექსპედიცია | |
| კოსმოსური სადგური | საერთაშორისო კოსმოსური სადგური |
| ეკიპჟი | |
| ეკიპაჟის რაოდენობა | მაქსიმალური: 7 (NASA-ს პროგრამის ფარგლებში ეკიპაჟი 4 ასტრონავტით შემოიფარგლება) |
Dragon 2 (ასევე: Crew Dragon, Dragon V2) — ამერიკული მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდის კლასი, რომელიც შეიმუშავა და აწარმოებს კომპანია SpaceX და არის სატვირთო კოსმოსური ხომალდის, Dragon 1-ის მემკვიდრე. ხომალდი წარმოდგენილია ორ ვარიანტში: Crew Dragon – პილოტირებადი კაფსულა ადამიანებისთვის, რომელსაც შვიდამდე ასტრონავტის გადაზიდვა შეუძლია, და Cargo Dragon – სატვირთო ხომალდი თავდაპირველი Dragon 1-ის ჩასანაცვლებლად.
Dragon 2-ის გაშვება ხორციელდება Falcon 9 Block 5 რაკეტის თავზე დამონტაჟებულად, ხოლო დედამიწაზე კაფსულა ბრუნდება პარაშუტების დახმარებით ოკეანეში დაშვებით. წინამორბედისგან განსხვავებით, Dragon 2-ს შეუძლია საკუთარი თავი მიაერთოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, მაშინ როცა Dragon 1-ს ესაჭიროება სადგურის რობოტიზებული მკლავით დაჭერა და ამგვარად სადგურთან შესაერთებლად მიყვანა. Crew Dragon აღჭურვილია ავარიული თავდაღწევის ჩაშენებული სისტემით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხომალდის გვერდებში ჩადგმული ოთხი საქშენისა და თითოეულ მათგანში არსებული წყვილი SuperDraco-ს ტიპის ძრავის დახმარებით ხომალდს 11.8 მ/წმ2 აჩქარებას ანიჭებს მზიდი რაკეტისაგან ხომალდის უსაფრთხო მანძილზე მოსაშორებლად. თავდაპირველი Dragon-ისგან განსხვავებით, მას აქვს გადამუშავებული მზის პანელები, მოდიფიცირებული გარემოხაზულობა, ახალი ავიონიკა და საფრენოსნო კომპიუტერული სისტემები. 2020 წლის მარტის მდგომარეობით წარმოებულია ოთხი ერთეული Dragon 2 (სატესტო ეგზემპლარების გარდა) — მათ შორის სატესტო Dragonfly და ოთხი საფრენი მანქანა, რომელთაგან ერთი განადგურდა ძრავის ტესტირების დროს.[1]
სქოლიო
- ↑ Mike Wall. SpaceX Confirms Dragon Capsule Was Destroyed in Test 'Anomaly', Could Affect Crew Launches. space.com. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.