Sharp

Sharp
დაფუძნდა 15 სექტემბერი, 1912; 113 წლის წინ (1912-09-15)
სათავო ოფისი იაპონია
მმართველი
ტოკუძი ჰაიაკავა[1]
პროდუქცია ტელეფონი
ფაქსი
მობილური ტელეფონი
საყოფაცხოვრებო ნივთები
კალკულატორი
შემოსავალი 2.050 ტრილიონი იაპონური იენა (2017)[2]
მთლიანი შემოსავალი 34.67 მილიარდი იენა (2017)[2]
სუფთა მოგება 24.87 მილიარდი იენა (2017)[2]
თანამშრომელი 41,898 (2017)[2]
საიტი sharp.co.jp

შარპი — ცნობილი იაპონური ტექნიკის კომპანია, რომელიც შეიქმნა 1912 წლის 15 სექტემბერს. მისი დამფუძნებელი იყო ტოკიოს მკვიდრი ახალგაზრდა ტოკუძი ჰაიაკავა. თავდაპირველად კომპანია შეიქმნა არა როგორც ელექტრონიკის მწარმოებელი, არამედ დაკავებული იყო მეტალის ნაწარმის რემონტით.

ისტორია

1915 წელს ტოკუძი აპატენტებს თავის გამოგონებას — ნიკელის კორპუსიან მექანიკურ ფანქარს, რომელსაც გათლა არ სჭირდება და იწყებს მის სერიულ წარმოებას.

1923 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ტოკუძის ფანქრების ქარხანა მთლიანად დაინგრა და 1924 წლის სექტემბერში იგი ხსნის თავისი მექანიკური ფანქრების ახალ კომპანიას „HAYAKAWA METAL WORKS“ ქალაქ ოსაკას იმ რაიონში, რომელშიც დღეს მდებარეობს კომპანია შარპის მთავარი ოფისი.

10 წლის შემდეგ ტოკუძიმ ტოკიოს ერთ–ერთ მაღაზიაში ნახა გასაყიდი რადიომიმღები, რომელმაც ძალიან დიდ ინტერესი გამოიწვია მასში. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი კომპანიის საქმიანობა დაეკავშირებინა იმ დროისთვის თანამედროვე და მოთხოვნად მოწყობილობებთან.

1925 წელს გამოდის კომპანიის პირველი შარპის რადიომიმღები წარწერით „Made in Japan“.

1926 წლიდან კი იგი ინტერესდება ტელევიზორების წარმოებით.

1951 წელს კომპანია შარპი უშვებს თავის პირველ შავ–თეთრ ტელევიზორს, ხოლო 1953 წლიდან იწყება ახალი მოდელის SHARP TV3-14T სერიული წარმოება. 1950-იანი წლების ბოლოს პროდუქციას ემატება შარპის მაცივრები და სარეცხი მანქანების წარმოება.

1959 წლიდან კომპანია აფართოებს წარმოებას და უშვებს შარპის კონდეციონერებს, ელექტროგრილს და ვინტილატორებს. 1960 წლიდან გამოდის შარპის ფერადი ტელევიზორები.

1963 წელი აღინიშნა კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი მზის ელემენტებით. 1964 წელი მსოფლიოში პირველი ტრანზისტორებზე აწყობილი მაგიდის კალკულატორი. 1969 წელს კი გამოდის მსოფლიოში პირველი ელექტრო კალკულატორი.

1970 წელს კომპანია HAYAKAWA METAL WORKS იცვლის სახელს და იწოდება Sharp Corporation და მისი პრეზიდენტი ხდება აკირა საეკი.

მნიშვნელოვანი გარღვევა კომპანიისთვის მოხდა 1982 წელს, როდესაც დაიწყო პორტატული კომპიუტერების გამოშვება. 1988 წელს გამოდის 14 დიუმიანი შარპის მონიტორი. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება კომპიუტერულ ტექნიკაში თხევადკრისტალური ტექნოლოგიების გამოყენება.

1994 წლიდან კომპანია Sharp Corporation იწყებს 21 დიუმიანი, ხოლო 1995 წლიდან 28 დიუმიანი მონიტორების წარმოებას. 1996 წელს გამოდის ლეპტოპი – Mebius.

დღევანდელ დღეს შარპი ერთ–ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო და მოკროელექტრონიკის წარმოების დარგში. ფირმას წარდგენილი აქვს 32 დიუმიანი ინტერნეტ–ტელევიზორი, რომელსაც ჩამონტაჟებული აქვს მოდემი და ვიდეობარათი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქვს გახსნილი ოფისები და მსოფლიო ბაზარზე თხევად-კრისტალური მონიტორების წარმოებით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. data. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-09. ციტირების თარიღი: 2018-07-31.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Annual Report 2017, Sharp Corporation, July 2017, http://www.sharp-world.com/corporate/ir/library/annual/pdf/annual_2014.pdf. წაკითხვის თარიღი: 8 ოქტომბერი, 2014

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.