Samsung Galaxy Note II
| Samsung Note II | |
|---|---|
|
| |
| მწარმოებელი | Samsung Electronics |
| სიხშირეთა დიაპაზონი |
GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 UMTS (3G) 900/1700/1900/2100 HSPA+ სიჩქარე 21,6 მბიტ/წ-მდე HSUPA სიჩქარე 5,76 მბიტ/წ-მდე |
| საოპერაციო სისტემა | Android 4.1.2 (Jelly Bean) |
| კორპუსის ტიპი | ფაბლეტი |
| მასა | 180 გ. |
| ზომა | 151, 1x80, 6x21 9,4 სმ³ |
| ფოტოკამერა | 8 მეგაპიქსელი |
| ინტერფეისები | TouchWiz 5.0 |
Samsung Galaxy Note II — კომპანია სამსუნგის მობილური ტელეფონი, რომელიც თავის თავში პლანშეტური კომპიუტერისა და კომუნიკატორის თვისებებს აერთიანებს და ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. სხვა კომუნიკატორებისგან გამოირჩევა დიდი ეკრანით (5,55 დუიმი ანუ 151 მმ) და S Pen-ით, რომელთაც სპეციალური პროგრამული უზრუნვლყოფა ესაჭიროება. აპარატი Samsung Galaxy Note-ის პირდაპირი მემკვიდრეა. აღჭურვილია Samsung Exynos 4412-ის ოთხბირთვიანი პროცესორით და 1600 მგც ტაქტური სიხშირით. ეკრანის გადაწყვეტაა 1280×720; ტელეფონს აქვს 2 გბ ოპერატიული მეხსიერება, 8-მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც შეუძლია Full HD 1080p ვიდეოგადაღება; წინა კამერა კი 2-მეგაპიქსელიანია და ვიდეოზარებისთვის არის განკუთვნილი.
სმარტფონი გაყიდვაში გამოვიდა და თავიდანვე Android 4.1.1 Jelly Bean-ის ოპერაციული სისტემის თანამედროვე ვერსიით მუშაოდა, ხოლო ინტერფეისის სახით იყენებდა TouchWiz-ის საფირმო გარსს.
ისტორია
Galaxy Note II 2012 წლის 20 აგვისტოს წარმოადგინეს გამოფენაზე IFA 2012, ხოლო გაყიდვაში იმავე წლის ოქტომბრის დამდეგს გაუშვეს. გაყიდვიდან 37 დღეში უკვე 3 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული, ორი თვის თავზე კი გაყიდვების რაოდენობამ 5 მლნ-ს მიაღწია.
მახასიათებლები
Galaxy Note II აღჭურვილია 5,55 დუიმიანი ეკრანით HD Super AMOLED S-Stripe RGB, 1280×720 გარჩევადობით; Exynos-ის 1,6 გგც ოთხბირთვიანი პროცესორით; 2 გბ ოპერატიული მეხსიერებით; ორი კამერით: 8-მეგაპიქსელიანი მთავარი და 2-მეგაპიქსელიანი წინა კამერით. აკუმულატორის მოცულობა კი 3100 მА·სთ-ია. ეს მოწყობილობა შედარებით თხელია თავის წინამორბედზე (9,4 მმ წინააღმდეგ 9,7), თუმცა 2 გრამით მძიმეა. მოდელიდან გამომდინარე სარგებლობს HSPA+ 21 Mbps-ის, ანდაც 4G LTE(42.2 Mbit/s DC-HSPA+)-ის მხარდაჭერით. Wi-Fi-ის მუშაობა უზრუნველწყოფილია Broadcom BCM4334-ის ჩიპსეტით, რომელიც მხარდაჭერილია IEEE 802-ით 11 a/b/g/n Wi-Fi 2.4 გგც--ით და 5 გგც dual-band მაქსიმალური სისწრაფით 150 Mbps. გარდა ამისა, ჩაყენებულია Bluetooth-ის 4.0 ვერსიის მოდული HS-ის მხარდაჭერით, ასევე FM რადიო.
Galaxy Note II იყიდება 16, 32 ანდაც 64 გბ ფლეშ-მეხსიერებით, თუმცა ექვემდებარება დამატებით 64 გბ-ით გაფართოაბას microSD-ის ბარათის გამოყენებით.
რესურსები ინტერნეტში
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.