S&P 500

S&P 500 (აბრევიატურა Standard and Poor’s 500-გან) აშშ-ში წარმოადგენს 500 ადგილობრივი კომპანიის აქციისგან შემდგარ საფონდო ბაზრის ინდექსს.[1] ბევრი ინვესტორი მას ამერიკული საფონდო ბაზრის საუკეთესო მაჩვენებლად მიიჩნევს. ინდექსი მოიცავს 500 წამყვან კომპანიას და ფარავს ხელმისაწვდომი საბაზრო კაპიტალიზაციის დაახლოებით 80%. პრაქტიკაზე 500 ლისტინგური კომპანიიდან ბევრ კომპანიას გააჩნია მხოლოდ შეზღუდული გავლენა ინდექსის დინამიკაზე. აქციების ათ უმსხვილეს ფონდს S&P 500-ში 2021 წლის ივნისის ბოლოსთვის გააჩნდათ დაახლოებით 26,6% საერთო წონა ინდექსში.[2]

ინდექსი S&P 500 შეიქმნა 1957 წელს და გამოიანგარიშება საბაზო აქციების საშუალოდ აწონილი ღირებულების გამოყენებით, ამიტომ აქციებს უფრო მარალი საბაზრო რეიტინგით აქვთ უფრო დიდი გავლენა ინდექსის საერთო ღირებულებაზე. 2005 წლიდან ინდექსი ითვალისწინებს თავისუფალ ბრუნვაში აქციების რაოდენობას.[3]

კომპანიების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმია საბაზრო კაპიტალიზაცია, მაგრამ მხედველობაში მიიღება აქციების ლიკვიდურობა, ზრდის ტემპები, კომპანიის საქმიანობის სახეობა.[4][5] ფინანსური სექტორის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის აქციები შეადგენენ ინდექსის ღირებულების თითქმის ნახევარს. თუ კომპანია აღარ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ეს არ იწვევს დაუყოვნებლივ მოხსნას. ინდექსიდან მოხსნის ძირითადი მიზეზია გაყიდვა ან შერწყმა.[6]

2003 წლის დასაწყისიდან არსებობს ინდექსი S&P 500 EWI, რომელშიც 500-ვე მონაწილეს აქვს თანაბარი წონა 0,2%. ინდექსის კორექტირება ხდება ყოველ კვარტალში.[7]

სქოლიო

  1. Key dates and milestones in the S&P 500's history. reuters.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 19 აგვისტო.
  2. Top 10 S&P 500 Stocks by Index Weight. investopedia.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 19 აგვისტო.
  3. The S&P 500: The Index You Need To Know. investopedia.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-12. ციტირების თარიღი: 2021 წლის 19 აგვისტო.
  4. How to invest S&P 500 Guide 2021. comparebrokers.co. ციტირების თარიღი: 2021 წლის 19 აგვისტო.
  5. Towards the Declassification of S&P 500 Boards. papers.ssrn.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 19 აგვისტო.
  6. S&P 500 Changes. sandp500changes.whw1.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-23. ციტირების თარიღი: 2021 წლის 19 აგვისტო.
  7. S&P; 500 Equal Weight Index. us.spindices.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-22. ციტირების თარიღი: 2021 წლის 19 აგვისტო.

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.