Red Dead Redemption 2

Red Dead Redemption 2
დეველოპერ(ებ)ი Rockstar Studios
გამომცემელი Rockstar Games[1]
სერია „Red Dead“
ძრავა RAGE[2]
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი 26 ოქტომბერი, 2018
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
პროდიუსერ(ებ)ი რობ ნელსონი
დიზაინერ(ებ)ი ირმან სარვარი
პროგრამისტ(ებ)ი ფილ ჰოოკერი
მხატვარი აარონ გარბატი
სცენარისტი
კომპოზიტორი ვუდი ჯეკსონი
ლიცენზია პროპრიეტარული ლიცენზია
საიტი https://www.rockstargames.com/reddeadredemption2/

Red Dead Redemption 2მოქმედებითი-სათავგადასავლო ვესტერნი ვიდეო თამაში, შემუშავებული და გამოცემული Rockstar Games-ის მიერ. დაანონსდა 2016 წლის 18 ოქტომბერს[3] და გამოვიდა 2018 წლის 26 ოქტომბერს[3] PlayStation 4-სა და Xbox One-ზე.[4] ის არის „Red Dead“-ის სერიის რიგით მესამე ნაწილი და 2010 წელს გამოსული „Red Dead Redemption“-ის პრიკველი. მოქმედება მიმდინარეობს 1899 წელს, ველურ დასავლეთში, აშშ-ის გამოგონილ რამდენიმე შტატში.[5] სიუჟეტი აგებულია ვანდერ ლინდის დამნაშავეთა ბანდის გარშემო. თამაშის მთავარი გმირია ართურ მორგანი — ბანდის ერთ-ერთი წევრი. ბანკის გაძარცვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბანდის წევრები ცდილობენ გადაურჩნენ ფედერალურ აგენტებს, თავებზე მონადირეებს და სხვადასხვა დაბრკოლებებს. სიუჟეტი აგრეთვე მოიცავს სერიის პირველი თამაშის „Red Dead Redemption“-ის მთავარი პერსონაჟის ჯონ მარსტონის ისტორიას.

თამაშში ვირტუალური კამერა წარმოდგენილია როგორც პირველი პირის, ასევე მესამე პირის ხედვით. ღია სამყაროს გეიმპლეი მოთამაშეს საშუალებას აძლევს თავისფულად გადაადგილდეს თამაშის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში. მოთამაშეს ასევე შეუძლია ინადიროს გარეულ ცხოველებზე, გაძარცვოს ბანკები, იყოლიოს ცხენი და იურთიერთოს არა მოთამაშე პერსონაჟებთან. ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია „ღირსების“ სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოთამაშის კარგი თუ ცუდი ქმედება აისახება სიუჟეტსა და გეიმპლეიზე. 2018 წლის ნოემბრიდან ხელმისაწვდომია თამაშის ონლაინ ვერსია.[6]

გამოსვლის შემდეგ „Red Dead Redemption 2“-მა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი მოხსნა — გამოსვლიდან სამ დღეში კომპანიამ 725 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ორ კვირაში გაიყიდა 17 მილიონი ასლის ოდენობით.[7] 2023 წლის მონაცემით საერთო გაყიდვები 57 მილიონ ასლს შეადგენს.[8] თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. მათ ძირითადად შეაქეს სიუჟეტი, პერსონაჟები, ღია სამყაროს გეიმპლეი და დეტალიზაცია. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე თამაშის საერთო რეიტინგია 97/100.[9][10] ასევე გადაეცა უამრავი ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიბზე, მათ შორისაა Golden Joystick Awards,[11] The Game Awards[12], Game Developers Choice Awards.[13]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Red Dead Redemption 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2016.
  2. Lawrence, Nathan. (2017-01-01) 7 things Red Dead Redemption 2 needs to be magnificent. nextmedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-02. ციტირების თარიღი: 2017-08-02.
  3. 3.0 3.1 R* Q. (2016-10-18) Red Dead Redemption 2 Coming Fall 2017 — Watch the Trailer this Thursday, October 20th at 11AM ET. Take-Two Interactive. ციტირების თარიღი: 2016-10-18.
  4. Позднякова, Юлия.. (2016-10-18) Rockstar официально анонсировала Red Dead Redemption 2 для PS4 и Xbox One. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-19. ციტირების თარიღი: 2016-10-18.
  5. St Leger, Henry. (7 ნოემბერი, 2018) Red Dead Redemption 2 guides, character list and reviews. TechRadar.
  6. McWhertor, Michael. (26 ნოემბერი, 2018) Red Dead Redemption 2 Online launches in beta on Nov. 27.
  7. Sarkar, Samit. Red Dead Redemption 2 tops 17 million copies shipped. ციტირების თარიღი: 5 იანვარი, 2019.
  8. Takahashi, Dean. (November 8, 2023) Take-Two bookings drop 4% to $1.44B in September quarter as Rockstar teases next GTA. VentureBeat. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 8, 2023. ციტირების თარიღი: November 9, 2023.
  9. Red Dead Redemption 2 for PlayStation 4 Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი, 2018. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2018.
  10. Red Dead Redemption 2 for Xbox One Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 იანვარი, 2018. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2018.
  11. London, Andrew. (2 სექტემბერი, 2017) Voting is now open for the Golden Joystick awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი, 2017.
  12. Grant, Christopher. (6 დეკემბერი, 2018) The Game Awards 2018: Here are all the winners. Polygon. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  13. Good, Owen S.. (4 იანვარი, 2019) Red Dead Redemption 2 tops list of Game Developers Choice nominees. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-05. ციტირების თარიღი: 2019-04-12.

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.