PNG


PNG (Portable Network Graphics) — ციფრული სურათების ღია ფორმატი, რომელიც შეიქმნა დაპატენტებული GIF ფორმატის შესაცვლელად. PNG არის ფორმატი, რომელიც სპეციალიზებულია მარტივი, ერთგვაროვანი ფერების მქონე სურათების შექმნაზე.
გამოყენება
სინთეზური სურათებისთვის
PNG წარმატებით გამოიყენება ისეთი სინთეზური სურათების შესაქმნელად როგორიცაა: WEB-ის გრაფიკული გაფორმება, იკონები, ტექსტური სურათები. PNG ფორმატში შექმნილი ფაილი, როგორც წესი, GIF ფორმატში შექმნილ ფაილზე მეტ ადგილს იკავებს მეხსიერებაში, სამაგიეროდ ხარისხით ბევრად აღემატება ამ უკანასკნელს. ეს იმით აიხსნება რომ PNG ფორმატის ფერთა რაოდენობა 256-ით არ შემოიფარგლება.
ფოტოებისთვის
PNG ფორმატში შესაძლებელია ფოტოსურათების უდანაკარგო შეკუმშვა. შედეგად დიდი მოცულობის ფაილი მიიღება. ეს მოცულობა ბევრად აღემატება ისეთი ფორმატების ფაილების ზომებს, როგორებიცაა: JPEG და JPEG2000.
დეტალები ფორმატის შესახებ
PNG საშუალებას იძლევა, მატრიცული სურათები სხვადასხვა ფორმატით შევინახოთ:
- 1 ბიტი(ანუ იგივე მონოქრომა. არ არის აუცილებელი შავთეთრი იყოს)
- 2 ბიტი -კარდოქრომული სურათებისთვის
- 4 ბიტი(16 ფერი)
- 8 ბიტი ნაცრისფერი სურათებისთვის(256 შესაძლებლობა)
- 8 ბიტი(256 ფერი, ანუ იგივე რაც GIF)
- 24 ბიტი (16 777 216 ფერი)
- 48 ბიტი (248 ანუ 281 976 710 656 ფერი)
სპეციალური ფილტრისა და RFC 1951 ალგორითმის გამოყენებით შეკუმშვის მაღალი ხარისხი მიიღწევა. პიქსელების მდგენელთა ერთი ფორმატია: წითელი, მწვანე, ლურჯი. და მეორე: წითელი, მწვანე, ლურჯი და გამჭვირვალობის არხი "ალფა". ამ შემთხვევაში 8 ან 16 დამატებითი ბიტი გამოიყენება და ვღებულობთ 16 ბიტს ნაცრისფერი სურათისთვის, 32 ბიტს ნამდვილი ფერების მქონე სურათებისთვის და 64 ბიტი 4 არხიანი(თითოსთვის 16 ბიტი) სურათისთვის.
ნახევარგამჭვირვალობა
„ალფა“ არხის არსებობა განსაზღვრავს გამჭვირვალობის სხვადასხვა ხარისხს. ეს თვისება Web -ის გასაფორმებლად ძვირფასი მონაპოვარია. თანამედროვე(2007) ნავიგატორების უმრავლესობა, გარდა Internet Explorer 6 -ისა და მისი წინა ვერსიებისა, ფართოდ იყენებს ამ მიღწევას. თუმცა კი ვებმასტერები სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ ამ ნაკლის შესავსებად. მაგალითად იყენებენ სკრიპტს PNG biheviour IE7 დაარქივებული 2007-05-20 საიტზე Wayback Machine. ასევე bobosola დაარქივებული 2005-04-21 საიტზე Wayback Machine. . Internet Explorer7 კორექტულად განაგებს ალფა არხს.
გამჭვირვალობა
GIF ფორმატის Web სურათები შეიძლება გადატანილ იქნას PNG ფორმატში ისე რომ თანამედროვე ნავიგატორთა უმრავლესობა მათ შეითავსებენ. PNG -ს (მას მეორენაირად ასეც უწოდებენ: PNG's Not GIF- PNG არ არის GIF) შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც აკეთებს GIF-ი. მეტიც, იგი გამჭვირვალობის ეფექტსაც ქმნის. მართალია იგი ანიმაციების კეთების საშუალებას არ იძლევა, სამაგიეროდ PNG -ს გან მიღებული MNG ფორმატი ამ ნაკლის აღმოფხვრას ემსახურება.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- (ფრანგული) ფრანკოფონული გვერდი PNG -ს შესახებ
- (ფრანგული) გამჭვირვალობა და ნახევარგამჭვირვალობა PNG ფორმატში[მკვდარი ბმული]
- (ინგლისური) PNG გვერდი, W3C -ს მიერ შემოთავაზებული
- (ინგლისური) PNG ფორმატის ოფიციალური საიტი, დოკუმენტაცია და პროგრამები
- (ინგლისური) PNG Optimizer, PNG ფორმატში შეკუმშვის მაოპტიმიზირებელი პროგრამა
- (ინგლისური) TweakPNG PNG -ს პარამეტრების შესაცვლელი ინსტრუმენტები.
- (ფრანგული) Microsoft-ის განმარტებითი გვერდი იმის შესახებ თუ როგორ გამოვიყენოთ PNG ფორმატი საიტებზე რომ მისი წაკითხვა შეძლოს Internet Explorer -მა.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.