OC Media
| მედიის სახეობა: | ონლაინ მედია |
|---|---|
| დაფუძნდა: | 2017 |
| შტაბ-ბინა: | თბილისი |
| საიტი: | OC-Media.org |
OC Media (ინგლ. Open Caucasus Media) — დამოუკიდებელი ინგლისურენოვანი ონლაინ მედია, დაფუძნდა 2017 წელს, აშუქებს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის სიახლეებს.
საქმიანობა
მიზნები და ხედვები
OC Media თბილისში დაფუძნებული მედია ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს ჟურნალისტებმა მარიამ ნიკურაძემ და დომინიკ ცაგარამ დააარსეს. გამოცემა აერთიანებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს კავკასიის რეგიონიდან.[1][2][3] OC Media აშუქებს საქართველოს (მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის), აზერბაიჯანის (მათ შორის მთიანი ყარაბაღის), სომხეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ახალ ამბებს.[4][5] მისი მასალები ოთხ ენაზე ვრცელდება გამოცემის პარტნიორი მედიების საშუალებით.[6]
OC Media-ს მისია კავკასიის რეგიონში მოვლენის ობიექტური, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაფუძნებული გაშუქებაა. გამოცემის მიზნებს შორისაა დემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობა, რეგიონის მასშტაბით მედიის ხარისხისა და მდგრადობის გაძლიერება, და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების საერთო ინტერესების დაცვა მდგრადი დაფინანსების ადვოკატირებისა და ინიციატივების გზით, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მედიაგარემოში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ.[2]
OC Media დაფინანსებას სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საელჩოებისგან, და ასევე თავისი მკითხველებისგან იღებს.[2] გამოცემას დაფინანსება მიუღია შემდეგი დონორებისგან: დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამსახური, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ღია საზოგადოებათა ფონდი, დემოკრატიის ეროვნული ფონდი, დემოკრატიის ევროპული ფონდი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტომსონ როიტერსის ფონდი.[2]
ისტორია
2020 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც OC Media-ს მიერ ჩატარებულმა ჟურალისტურმა გამოძიებამ საქართველოს რამდენიმე სამკერვალო საწარმოში მძიმე შრობითი პირობები გამოავლინა, ადამიანის უფლებათა განათლებისა და მონიტორინგის ცენტრმა საქართველოს მთავრობას მიმართა და მოითხოვა, რომ შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ განახორციელოს აღნიშნული საწარმოების ინსპექტირება. ამასთანავე, ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს შრომითი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები მიღების მოთხოვნით მიმართა.
2020 წლის ოქტომბერში გამოცემის ვებ-გვერდზე ორჯერ განხორციელდა კიბერშეტევა. გამოცემის მენეჯმენტმა მომხდარი მათ მიერ მთიანი ყარაბაღის ომის გაშუქებას მიაწერა.[7][8][9]
2023 წელს გამოცემამ თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო.[6] აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ იმ გამოცემებს, რომლებიც ხარისხიანი მასალით, პასუხისმგებლიანობითა და სამოქალაქო გამბედაობით გამოირჩევიან.

2023 წლის სექტემბერში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა OC Media მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და გამოცემის დონორ ორგანიზაციებს დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მას შემდეგ, რაც მედიისგან მის მიერ დაწერილი ოპ-ედის გამოქვეყნებაზე უარი მიიღო. მედიასაშუალების რედაქტორების უარს წინ უძღოდა თხოვნა, მიეღოთ ოპ-ედის სრული ვერსია, რაც შალვა პაპუაშვილის წარმომადგენლებმა არ დააკმაყოფილეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაგმო პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებები და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელისუფლების მიერ თავისუფალი მედიის დევნის კიდევ ერთი გამოვლინებაა.[10]
2024 წელს OC Media-ს თანადამფუძნებელმა და ჟურნალისტმა მარიამ ნიკურაძემ პრემია „ლექსო — უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ მიიღო.[11]
2024 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების გაშუქებისას მარიამ ნიკურაძეს სამართალდამცავთა თავდასხმის შედეგად ორჯერ დაუზიანდა კამერა.[12] 2025 წლის მარტში რუსთაველის გამზირზე პროტესტის გაშუქების დროს გზის გადაკეტვის ბრალდებით იგი ორჯერ დააჯარიმეს 5000 ლარით.[13]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ A progressive, pro-peace voice in the Caucasus (2020-11-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-18. ციტირების თარიღი: 2020-11-18
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Who we are en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-13. ციტირების თარიღი: 2020-05-16
- ↑ 16th South Caucasus Media Conference. ციტირების თარიღი: 2020-05-16
- ↑ ნარიმანიშვილი, ნინო. (2020-06-21) OC Media პანდემიის პირისპირ, დაფინანსების ახალი გზების ძიებაში - ინტერვიუ მარიამ ნიკურაძესთან. ციტირების თარიღი: 2020-06-22
- ↑ How OC Media is training the next generation of freelance journalists in the Caucasus region. ციტირების თარიღი: 2020-11-16
- ↑ 6.0 6.1 [https://frittord.no/en/prizes/free-media-awards/oc-media Free Media Awards 2023 OC Media – Georgia]
- ↑ OC Media-ზე კიბერთავდასხმა მოხდა (2020-10-29). ციტირების თარიღი: 2020-11-16
- ↑ OC-Media en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-22. ციტირების თარიღი: 2020-11-16
- ↑ OC Media-ზე ჰაკერული თავდასხმები გახშირდა - გამოცემა ამას ყარაბაღის ომის გაშუქებას უკავშირებს
- ↑ ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისუფალი და მიუკერძოებელი მედიის დევნა
- ↑ პრემია „ლექსოს“ გამარჯვებულები მარიამ ნიკურაძე და მანანა ქველიაშვილი გახდნენ
- ↑ პროევროპული აქციების გაშუქებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა
- ↑ OC Media-ს და “რადიო თბილისის” ჟურნალისტები დააჯარიმეს „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.