M864

კასეტური ჭურვი M864. გარეგნობა და მოწყობილობა

M864 — ამერიკული წარმოების 155 მმ-იანი კასეტური საარტილერიო ჭურვი. სროლის დიაპაზონის გასაზრდელად, ჭურვის დიზაინში ფუძეზე დამონტაჟებულია გაზოგენერატორი. M864 ჭურვი გამოიყენება ორმაგი დანიშნულების ჯავშანტექნიკისა და ქვეითსაწინააღმდეგო რაზმის გასანადგურებლად, მაშინ როდესაც მოცემულობა აღემატება M483A1 ჭურვის შესაძლებლობებს, ან როდესაც ეს უკანასკნელი არ არის ხელმისაწვდომი.

ჭურვი M864 წარმოადგენს ცალკე დატვირთვის ტიპის. ამფეთქებელი, მეტალის ჭურვი და კაფსულა იტვირთება ცალ-ცალკე. ჭურვი შედგება 72 ორმაგი დანიშნულების (48 ცალი M42 — ქვეითსაწინააღმდეგო და 24 ცალი M46 — ტანკსაწინააღმდეგო) მცირე ნაღმისგან. ფუძის სანთურის კვანძი, რომელიც შეიცავს 2,6 გირვანქა HTPB-P საწვავს, აწყობილია ჭურვის ძირზე. საარტილერიო დანადგარიდან ჭურვის გასროლისას ეს საწვავი აალდება მამოძრავებელი მუხტით. სროლის დიაპაზონი შეადგენს 29 კილომეტრს. ფუძის გაზოგენერატორის ტექნოლოგია შემუშავდა ჭურვზე ფუძის ნაწილში წარმოქმნილი ტურბულენტობის შესამცირებლად, რითაც გაზრდილია სროლის დიაპაზონი. ტურბულენტობა მცირდება გაზის გენერატორით, რომელიც მდებარეობს ჭურვის ბაზაზე. მას შემდეგ, რაც აალდება, გაზის გენერატორი ცხელ გაზს აფრქვევს ჭურვის უკანა ნაკადში, რითაც მიიღწევა ჰაერის ნაკადის ტურბულენტობის შემცირება. ტურბულენტობის შემცირება ამცირებს ბაზის წინააღმდეგობას, რაც ჩვეულებრივ შეადგენს მთლიანი წევის 50 პროცენტს.

M864 ჭურვი ბალისტიკურად არ ემთხვევა არცერთ ჭურვს, რომელიც ამჟამად ინვენტარშია, მაგრამ ტრაექტორიების მსგავსების გამო, M864-ის სროლის მონაცემები შეიძლება განისაზღვროს M549A1 სროლის მონაცემებით.

მახასიათებლები

  • სიგრძე ამფეთქი: 899 მმ
  • წონა ამფეთქის გარეშე: 46,3 კგ
  • მარგი დატვირთვა: 72 მცირე ბომბი; 48 ცალი M42, 24 ცალი M46
  • სროლის სიშორე: 28,4 კმ — 39 მმ კალიბრის ქვემეხიდან გასროლის შემთხვევაში[1].

ისტორია

1987 წელს დაიწყო M864 ჭურვების წარმოება. M864 წარმოადგენს „Chamberlain Manufacturing Corporation“-სა და „Talley Defense Systems“-ს კომპანიების ერთობლივ პროექტს. „Chamberlain Manufacturing Corporation“ დაკავებულია ლითონის კომპონენტების, ხოლო „Talley Defense Systems“ — გაზის გენერატორების წარმოებით. თავდაპირველად გაზის გენერატორების წარმოება დაბალი ტემპით განხორციელდა მესაში (არიზონა). 1991 წლიდან წარმოება გადაეცა არმიის საბრძოლო ქარხანას ჯოლიეტში (ილინოისი). ჯოლიეტის ქარხანას შეუძლია თვეში 15000 გაზის გენერატორის წარმოება. თუმცა, კასეტური საბრძოლო ჭურვის ყველა წარმოება შეერთებულ შტატებში 2002 წლისთვის შეჩერდა. იმ დროისთვის, როდესაც წარმოება შეჩერდა, „Talley Defense Systems“-ს თითქმის მილიონი გაზის გენერატორი ჰქონდა მიწოდებული.

სპარსეთის ყურის მეორე ომის მსველეობისას, დაახლოებით 30 000 ჭურვი გაიგზავნა „უდაბნოს ფარისა“ და „უდაბნოს ქარიშხალის“ ოპერაციებში გამოსაყენებლად, მაგრამ ისინი საბრძოლო მოქმედებებში არ იქნენ გამოყენებული, აშშ-ს არმიის ბატარეის კომპიუტერულ სისტემაში (BCS, ცეცხლის კონტროლის კომპიუტერი) შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო[2].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. M864 Base Burn DPICM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-23. ციტირების თარიღი: 2023-02-23
  2. Jane's Ammunition Handbook გვ. 2323

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.