J-pop

J-pop (J-POP, Japanese pop, ჯეი-პოპი; ინგლ. იაპონური პოპი) - იაპონიაში ფართოდ გავრცელებული მუსიკის ჟანრი, პოპ მუსიკის ქვეჟანრი. წარმოიშვა 1990-იან წლებში, შეიცავს ტრადიციული იაპონური მუსიკის და 1960-1970-იანი წლების პოპის და როკის ელემენტებს. მიუხედავად სხვა ტერმინების (კერძოდ J-rock-ის) არსებობის, ტერმინს ასევე ხმარობენ ზოგადად იაპონიაში შექმნილი მუსიკის ასაღწერად. ამის გამო ბევრი იაპონელი როკ-შემსრულებელი (არა მძიმე როკის) თავის შემოქმედებას J-pop-საც უქვემდებარებს. ნაკლებად პოპულარულია ტერმინები J-Punk, J-Club, J-Anime და ა.შ. სტილი J-Pop-ის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია დასავლურმა, კერძოდ ინგლისურენოვანმა შემსრულებლებმა, მაგ. The Beatles და The Beach Boys. პოპულარული გახდა სიმღერებში ინგლისური სიტყვების,. იაპონური სიტყვების ინგლისურ ენასთან მიახლოებული წარმოთქმა და მუსიკის ჩაწერის დასავლური სისტემა. ამის გამო ტერმინს თავდაპირველად ხმარობდნენ უმეტესად დასავლური სტილის იაპონური მუსიკის ასაღწერად, თუმცა იაპონური ტრადიციული მუსიკის ელემენტები და სიმღერის ტექნიკა დღესაც პოპულარულია. J-Pop-ის პოპულარული სტილებია ტექნოპოპი, სითი პოპი და მსუბუქი როკი.

ისტორია

1920-1960

პირველად იაპონიაში დასავლური მუსიკის გავლენა 1920-30-იან წლებში დაიწყო ჯაზიზ და ბლუზის პოპულარიზაციისას. გავრცელდა იაპონიაში აქამდე უცნობი მუსიკალური ინსტრუმენტები - გიტარა, ვიოლინო და ა.შ. გაჩნდა იაპონური ბლუზი და ჯაზი, შემდგომში ქანთრი, რომელიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა შემოიტანეს. დასავლური მუსიკა იაპონიას ასევე ჩინელმა ჯაზ-მომღერლებმა გააცნეს, რომლებმაც დატოვეს ჩინეთი და იაპონიაში და ჰონგ-კონგში დასახლდნენ კომუნისტური პარტიის მიერ დაპყრობის და შემდეგ დასავლური მუსიკის აკრძალვის შემდეგ. ჯაზმა იქონია გავლენა J-Pop-ზე, თუმცა ვერ გახდა მისი ძირითადი მიმართულება.

1960-1990

1960-იან წლებში J-Pop-ის თანამედროვე სტილი ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში დასავლური გავლენის ქვეშ შექმნილ იაპონურ მუსიკას "კაიოკიოკუს" სახელით მოიხსენიებდნენ. დაიწყო იაპონიაში როკ-ნ-როლის პოპულარიზაცია, გაჩნდა ელვის პრესლის და სხვა მომღერლების სიმღერების თარგმნა და ქავერების შექმნა. იაპონელი მომღერლები აშშ-ში და აშშ-ს სამხედრო ბაზებზე მართავდნენ კონცერტებს. ზოგმა იაპონურმა სიმღერამ პოპულარობა მოიპოვა ამერიკაში. იაპონიაში ჩამოსული პირველი როკ-ჯგუფი "The Beatles" გახდა. შემდგომში ჯონ ლენონი აღიარებდა, რომ ეგონა, რომ იაპონიაში წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ მათ დიდი გავლენა იქონიეს J-pop-ის ჩამოყალიბებაზე და იაპონიაში ბითლომანია არასდროს შეჩერებულა. გაჩნდა პირველი იაპონური როკ-ჯგუფები, მაგრამ ბევრ შემსრულებელს როჯის ინგლისურის მაგივრად იაპონურად სიმღერა არ მიაჩნდა სწორად. შემდგომში დებატები შესრულების ენაზე იაპონურის გამარჯვებით დასრულდა და იაპონური როკის პოპულარობამ იმატა, განსაკუთრებით ჯგუფი "Happy End"-ის დამსახურებით. ამ პერიოდში გავრცელდა ფოლკ მუსიკა, შემდგომში კი ელექტრონული მუსიკა, ელექტრონული როკი, პოპ როკი და სინთპოპი.

1990-დღეს

1990-იან წლებში იაპონიაში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარების შედეგად გაჩნდა ტერმინი "J-Pop", რომლითაც მედია იაპონიაში შექმნილ პოპულარულ მუსიკას უცხოული მუსიკისგან გამოყოფდა. ამის შედეგად ტერმინიც და უკვე ჩამოყალიბებული ჟანრიც ფართოდ ცნობადი გახდა. XXI საუკუნის დასაწყისში ჟანრში დამკვიდრდა ჰიპ-ჰოპი და R'n'B. ამ პერიოდში პირველად გაჩნდა კომპანიების მიერ ხელოვნურად შექმნილი გოგონათა და ვაჟთა ჯგუფები, რომელთა სამიზნო აუდიტორია საწინააღმდეგო სქესის მოზარდებია. მათი მუსიკა გამოირჩევა სიმარტივით და ელექტრონული რითმებით, გათვლილია მასობრივ პოპულარობაზე. ასეთ ჯგუფებს "აიდოლ ჯგუფებს" უწოდებენ (ანგლ. Idol - კერპი) და დღეს ისინი იაპონიის და აზიის სხვა ქვეყნების გართობის ინდუსტრიის დიდ ნაწილს შეადგენენ.

წყაროები

  1. http://www.oricon.co.jp/news/confidence/25384/
  2. https://web.archive.org/web/20090603164729/http://idol.who.ne.jp/modules/page05/content/index.php?id=10
  3. https://web.archive.org/web/20090312033942/http://www.ctv.co.jp/otov/column13.html
  4. https://web.archive.org/web/20080325044227/http://www.kobe-np.co.jp/news/bunka/0000776953.shtml
  5. https://web.archive.org/web/20120707224719/http://www.isis.ne.jp/mnn/senya/senya0201.html

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.