In-N-Out Burger

რესტორნის ლოგო

In-N-Out Burger ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელსაც კალიფორნიაში და რამდენიმე დასავლეთ შტატში შეხვდებით. [1] ეს შტატებია: არიზონა, ნევადა, იუტა, ორეგონი, ტექსასი, კოლორადო. რესტორნების ქსელი კალიფორნიაში 1948 წელს დაარსდა. დამაარსებლები ბიზნესმენი ცოლ-ქმარი გახლავთ, ჰარი და ესტერ სნაიდერები. მისი სათაო ოფისი კალიფორნიაში, კერძოდ ირვინშია, ლოს-ანჯელესის მახლობლად. In-N-Out Burger-ის ამჟამინდელი მფლობელი კი დამაარსებელი ცოლ-ქმარის ერთადერთი შვილიშვილი ლინსი სნაიდერია.

რესტორანი მომხმარებლების დიდ სიყვარულსა და ნდობას იმსახირებს. ერთ-ერთი ამის მიზეზი ისაა, რომ ცნობილია, In-N-Out Burger-სთვის პრიორიტეტულია საკუთარი თანამშრომლებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა. მაგალითად, იგი ერთ-ერთი ისეთი სწრაფი კვების ობიექტია, რომლის თანამშრომლებსაც მინიმალური ხელფასზე მაღალი ანაზღაურება აქვთ. (მათი ხელფასი იწყება 14 ამერიკული დოლარიდან საათში).[2] რესტორნების ეს ქსელი მრავალი გამოკითხვის შედეგად, დასახელებულია ტოპ სწრაფი კვების ობიექტების სიაში.[3][4]

მენიუ

3x3 ბურგერი

In-N-Out Burger-ის ძირითადი მენიუ შედგება სამი ტიპის ბურგერისგან: ჰამბურგერი, ჩიზბურგერი და 2x2 (ბურგერი, რომელიც შეიცავს ორ ნაჭერ ხორცსა და ორ ნაჭერ ყველს). ჰამბურგერის შემადგენლობაში შედის: ხორცი, სალათის ფურცელი, პომიდორი, In-N-Out Burger-ის სოუსი "სპრედი". შეკვეთისას მომხმარებელის სურვილის მიხედვით ბურგერს შეიძლება ჰქონდეს ხახვი ან არა. ასევე ხახვი შეიძლება იყოს შემწვარი სურვილისამებრ.

ამ სტანდარტული ბურგერების გარდა, რესტორანში შეგიძლიათ შეუკვეთოთ 3x3 და 4x4 ბურგერები, რომელთა შემადგენლობა იქნება შესაბამისად 3 ხორცისა და ყველის ნაჭერი ან 4 ხორცისა და ყველის ნაჭერი ერთ ბურგერში. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ბურგერი, რომელსაც იგივე შემადგენლობა აქვს, როგორიც სტანდარტულ ბურგერს, თუმცა პურის ნაცვლად იგი სალათის ფურცელში დევს.

2005 წლამდე, შესაძლებელი იყო ბურგერის შეკვეთა ნებისმიერი რაოდენობის ხორცითა და ყველით. თუმცა, ერთი შემთხვევის შემდეგ, როცა მომხმარებელმა მოითხოვა 100x100 ბურგერი,[5] რესტორანმა შეცვალა წესები და 4x4 გახდა მაქსიმუმი, რისი შეკვეთაც შესაძლებელია დღესდღეობით.

დიზაინი

In-N-Out Burger მენიუ

In-N-Out Burger-ის სამი მთავარი დამახასიათებელი ფერია თეთრი წითელი და ყვითელი. რესტორნის კედლები თეთრია, ისევე როგორც თანამშრომელთა უნიფორმა. წითელია შენობის სახურავი და თანამშრომელთა ქუდები. ყვითელი კი ლოგოზე არსებული ზიგ-ზაგია. აღსანიშნავია, რომ In-N-Out Burger იყო პირველი რესტორნების ქსელი, სადაც შესაძლებელი გახდა მანქანიდან შეკვეთა და მიღებული შეკვეთის წაღება. [6]

პოპულარობა

რესტორანი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ახალი ფილიალის გახსნას ყოველთვის დიდი აღნიშვნა მოჰყვება. მაგალითად, როდესაც იგი არიზონაში გაიხსნა, იმდენად ბევრი ხალხი მივიდა, რომ მათ შეკვეთის ლოდინი 4 საათის განმავლობაში მოუწიათ, ტელევიზიის თანამშრომლები კი ვერტმფრენებიდან ცდილობდნენ სიტუაციის გაშუქებას. ხალხი In-N-Out Burger-ს უკონკურენტოდ მიიჩნევს, რის გამოც ზოგიერთის აზრით ამ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა სწრაფი კვების ობიექტი არ უნდა იყოს.

მისი მოყვარულები არიან ცნობილი სახეებიც, მაგალითად, გორდონ რამზი, ბრიტანელი მზარეული და ცნობილი სახე. იგი სახელგანთქმულია თავისი კრიტიკულობითა და პირდაპირობით. გორდონ რამზი აღნიშნავს, რომ In-N-Out Burger-ის ბურგერები მისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესია.[7]

სქოლიო

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.