Hudson Soft
|
| |
| ტიპი |
კაბუსიკი გაისა კერძო კომპანია |
|---|---|
| დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
| დაფუძნდა | 18 მაისი, 1973 |
| დაიხურა | 1 მარტი, 2012 |
| სათავო ოფისი | მიდტაუნ ტაუერი, ტოკიო, იაპონია |
მმართველი |
ტაკაჰასი მეიძინი აკირა საკუმა კაძუჰიკო უეჰარა (პრეზიდენტი 2011‒2012) |
| პროდუქცია |
Hudson Soft-ის თამაშების სია TurboGrafx-16 TurboExpress PC-FX |
| მთლიანი შემოსავალი |
|
| თანამშრომელი | 421 (მარტი, 2011) [2] |
| საიტი | ოფიციალური საიტი |
Hudson Soft Co., Ltd (იაპონ. 株式会社ハドソン), უფრო მეტად ცნობილი შემოკლებული სახელით Hudson — იაპონური ვიდეო თამაშების კომპანია, რომელსაც შექმნილი და გამოცემული აქვს უამრავი თამაში კონსოლებისთვის, სახლის კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონებისთვის 1980-2000-იან წლებში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობდა მიდტაუნ ტაუერში, ტოკიო, იაპონია, ასევე დამატებით ოფისებს ფლობდა ქალაქ საპოროში.[3]
Hudson Soft დაარსდა 1973 წლის 18 მაისს და თავდაპირველად ორიენტირებული იყო პერსონალურ კომპიუტერებთან დაკავშირებული პროდუქტების შემუშავებაზე, მაგრამ მოგვიანებით მისი საქმიანობის სფერო მოიცვა ვიდეო თამაშებმა და მობილურმა კონტენტებმა, ის ასევე დაკავებული იყო მუსიკის ჩაწერით. როგორც თამაშების გამომცემელმა, შიდა სტუდიების მეშვეობით შეიმუშავა რიგი განთქმული ფრენჩაიზები, მათ შორის: „Bomberman, „Adventure Island“, „Bloody Roar“ და „Bonk“.[4]
1987 წელს NEC-ისა და Hudson Sof-ის თანამშრომლობით შეიქმნა სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი TurboGrafx-16, რომელიც კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Sega-ს და SNK-ს.
2012 წლის 1 მარტს Hudson Soft-მა, როგორც კომპანიამ შეწყვიტა არსებობა და შეერწყა Konami Digital Entertainment-ს.[5] მისი პროდუქტების რეალიზაცია კვლავ გრძელდება Hudson-ის ბრენდის ქვეშ Konami-ის მეშვეობით.[6]
თამაშები
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Hudson Soft“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-04-12 საიტზე Wayback Machine. (იაპონური)
- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-13. ციტირების თარიღი: 2011-08-13.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-20. ციტირების თარიღი: 2011-12-20.
- ↑ "Corporate overview დაარქივებული 2010-10-17 საიტზე Wayback Machine. ." Hudson Soft. Retrieved on July 12, 2010.
- ↑ List of Hudson Soft Co. Ltd. Developed Games. allgame.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 7 July 2013.
- ↑ Corporate History. Konami. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-18. ციტირების თარიღი: 2012-12-31.
- ↑ 株式会社コナミデジタルエンタテインメントとの合併について. Konami Digital Entertainment (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-12. ციტირების თარიღი: 2012-04-12.
| |||||||||||||
| ||||||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.