Golden Slumbers — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა ალბომიდან Abbey Road. სიმღერა წარმოადგენს პოპურის Golden Slumbers / Carry That Weight / The End პირველ ნაწილს.
წარმოშობა
„Golden Slumbers“ წარმოადგენს დრამატურგ თომას დეკერის ლექსზე „Cradle Song“ (ინგლ. „იავნანა“) შექმნილ კომპოზიციას, რომელიც გვხვდება მის 1603 წლის კომედიაში „Patient Grissel“. მაკ-კარტნიმ ამ სიმღერის ნოტები ნახა მამამისის სახლში ფორტეპიანოზე, რომელიც იქ დატოვა პოლის დამ რუთ მაკ-კარტნიმ. ვინაიდან ის ვერ წაიკითხა, გადაწყვიტა თავად დაეწერა. ტექსტმა განიცადა მცირედი ცვლილება, თუმცა თომას დეკერი არ იქნა მოხსენიებული ალბომ Abbey Road-ის სიმღერების ტექსტების ავტორთა შორის.
ტექსტი
თომას დეკერის ორიგინალური ტექსტი (1603)
- Golden slumbers kiss your eyes,
- Smiles awake you when you rise;
- Sleep, pretty wantons, do not cry,
- And I will sing a lullaby,
- Rock them, rock them, lullaby.
- Care is heavy, therefore sleep you,
- You are care, and care must keep you;
- Sleep, pretty wantons, do not cry,
- And I will sing a lullaby,
- Rock them, rock them, lullaby.
ჩაწერა
სიმღერაში წამყვანი ვოკალისტია პოლ მაკ-კარტნი. სიმღერა იწყება ფორტეპიანოს პარტიით მსუბუქ ტონალობაში - იქმნება იავნანას შთაბეჭდილება. შემდეგ შემოდის ვოკალი და ბას-გიტარა, რომელსაც ფონად მოჰყვება სიმებიანი საკრავები. შემდეგ, როდესაც შემოდის დასარტყმელი საკრავები, მაკ-კარტნის ვოკალი გადადის მაღალ და ემოციურ ტონალობაში. პოლმა დიდი ყურადღება მიაპყრო ამ სიმღერაში ვოკალურ პარტიას, რითაც ის საბოლოოდ კმაყოფილი დარჩა.
შემსრულებლები
ალბომის ვერსიები
| წელი
|
შემსრულებელი
|
გამოცემა
|
შენიშვნები
|
| 1969 |
Gary McFarland |
Today |
|
| 1976 |
Lynsey De Paul |
All This and World War II |
|
| 1977 |
Devo |
The Truth About De-Evolution (საუნდტრეკი) |
სიმღერა სრულდება ფილმის ბოლოს ტიტრების ჩვენებისას.
|
| 1978 |
Alice Cooper |
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (საუნდტრეკი) |
|
| 1982 |
Pedro Aznar |
Pedro Aznar |
|
| 1994 |
The Nylons |
The Nylons |
|
| 1998 |
Vanessa-Mae |
George Martin's In My Life |
სიმღერას ასრულებს სოლო-ვიოლინოზე გუნდის ფონური ჟღერადობის თანხლებით.
|
| 1999 |
Elliott Smith |
American Beauty (საუნდტრეკი) |
|
| 2005 |
George Clinton |
How Late Do U Have 2BB4UR Absent? |
|
| 2007 |
Solveig Slettahjell |
Domestic Songs |
|
| 2007 |
Various artists |
Across the Universe |
ექვსი მთავარი და სამი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ფილმში, სადაც კომბინირებულია ცხრა ვოკალური პარტია.
|
| 2009 |
Martin John Henry |
Abbey Road Now! |
|
| 2009 |
Gerry Rafferty |
Life Goes On |
|
|
Alejandro Dolina |
Tangos del Bar del Infierno |
ასევე გამოიყენება მისი რადიო-შოუს La Venganza Será Terrible დამწყებ თემად.
|
|
|---|
| | | | სიმღერები |
|
|---|
| | სინგლი ალბომის გარეშე | |
|---|
| | გამოუყენებელი სიმღერები | |
|---|
| | დაკავშირებული სტატიები | |
|---|
| |
|
|
|---|
| | | | ისტორია | |
|---|
| | კონცერტები | |
|---|
| დაკავშირებული ადგილები | |
|---|
| | კომპანიები | |
|---|
| | შთაგონება | |
|---|
| | სიები | |
|---|
| | სხვა მედიაში | |
|---|
| | სხვა თემები | |
|---|
| |
|