Don't Starve

არ იშიმშილო (ინგლ. Don't Starve) — Klei Entertainment-ის შექმნილი და გამოცემული გადარჩენის ჟანრის ვიდეო თამაშია, რომელიც პირველად გამოვიდა 2013 წლის 23 აპრილს Microsoft Windows-ის, OS X-ის და Linux-ის პლატფორმებზე. თამაშის PlayStation 4-ის ვერსია, სახელწოდებით Don't Starve: Giant Edition, გამოვიდა 2014 წელს (შემდეგში დაემატა PlayStation Vita და PlayStation 3 2014-2015 წლებში, ხოლო Xbox One-ის ვერსია — 2015 წლის აგვისტოში). iOS-ისთვის თამაში გამოვიდა 2015 წლის 9 ივლისს სახელწოდებით Don't Starve: Pocket Edition, Android-ის ვერსია კი — 2016 წლის 20 ოქტომბერს. თამაშის გაფართოება Reign of Giants გამოვიდა 2014 წლის 30 აპრილს, ხოლო მრავალმომხმარებლიანი გაფართოება Don't Starve Together უფასოდ დაემატა არსებულ მომხმარებლებს 2015 წლის 3 ივნისს. Nintendo Switch-ის ვერსია გამოვიდა 2018 წლის 12 აპრილს. Steam-ზე თამაშის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია სასაჩუქრო ასლი მისცეს 1 მეგობარს უფასოდ.
თამაში მოგვითხრობს მეცნიერ უილსონის შესახებ, რომელიც პარალელურ სამყაროში — (The Constant) — აღმოჩნდება და უნდა გადარჩეს რაც შეიძლება დიდი ხნით. მოთამაშემ უილსონი უნდა შეანარჩუნებინოს ცოცხალი, შეიმშილი და მენტალურად სტაბილურობა, ასევე აერიდოს სიურეალისტურ და ზებუნებრივ მტრებს, რომლებიც მას მოკვლასა და მისი ჭამას ცდილობენ. თამაშის სათავგადასავლო რეჟიმი (Adventure Mode) სიუჟეტს სიღრმეს ამატებს და უილსონს მის წინააღმდეგ აყენებს თამაშის ანტაგონისტს — მაქსველს.
არ იშიმშილო არის Klei Entertainment-ის თამაში გადარჩენის ჟანრში. თამაშის იდეა გაჩნდა ინდუსტრიაში გადარჩენის თამაშების პოპულარობის პიკზე. თამაშზე გავლენა მოახდინა Minecraft-მა, რომელმაც ეს ტენდენცია განავითარა, ასევე რეჟისორ ტიმ ბარტონის ესთეტიკამ. მიუხედავად რთული გეიმპლეისა და მუდმივი სიკვდილის (permadeath) მექანიკის, თამაშმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო ვიზუალური სტილის, მუსიკის და სიკვდილის მრავალფეროვანი მეთოდებისთვის.
რესურსები ინტერნეტში
- Steam-ის გვერდი
- თამაშის ოფიციალური გვერდი დაარქივებული 2025-01-14 საიტზე Wayback Machine.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.