Deftones

Deftones

Deftones
ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი მეტალი
წევრები ჩინო მორენო, სტეფენ კარპენტერი, აბე სუნინგამი, ფრენკ დელგადო
ჯილდოები საუკეთესო ალბომი (2000), საუკეთესო მეტალის შესრულება (2001), საუკეთესო როკ ვიდეო (2001), საუკეთესო საერთაშორისო დადგმა (2003), წლის საუკეთესო ალბომი (2011)
საიტი deftones.com
Deftones ვიკისაწყობში

Deftones — ამერიკული მეტალ ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1988 წელს,საკრამენტოში, კალიფორნიაში. თავდაპირველად შეიქმნა სტივენ კარპენტერის და აბე სუნინგამის მიერ,[1] ხოლო 1990-1999 წლებში შეურთდნენ ჩინო მორენო და ფრენკ დელგადო. 1993 წელს შემადგენლობის საბოლოოდ დალაგების შემდგომ, ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა Maverick Records-თან. 1995 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Adrenaline". ფართო გასტროლები და ალბომის პოპულარიზაცია Deftones-ს გულშემატკივრის და მსმენელის მოპოვებაში დაეხმარა. 1977 წელს გამოშვებული მეორე ალბომი „Around the fur" მიღწეული პოპულარობისთვის „RIAA"-სგან დაჯილდოვდა სერთიფიკატით.

კიდევ უფრო დიდი წარმატება აღნიშნული იქნა 2000 წელს გამოშვებულ, მესამე ალბომში „White Pony". ალბომში გამოიკვეთა აგრესიული ხმიდან უფრო ექსპერიმენტულ მიმართულებაზე გადასვლა. ცვლილების აღმნიშვნელი, გამორჩეულად წარმატებული ჩანაწერი აღმოჩნდა „Change (In the House of Flies)". ამავე ალბომში, საუკეთესო მეტალის შესრულებისთვის სიმღერა „Elite"-მ აიღო გრემის ჯილდო. მეოთხე ალბომი გამოუშვეს 2003 წელს. 2008 წელს Deftones ამუშავებდა ალბომს, სახელწოდებით „Eros". ალბომზე მუშაობის პერიოდში ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩენგი საგზაო შეჯახებაში მოყვა. რის შედეგადაც, მისი გონება მინიმალურ მგომარეობაში გახლდათ. ხოლო, 2013 წელს გულის გაჩერებით გარდაიცვალა. ჩენგის უბედური შემთხვევის შემდგომ Deftones-მა შეაჩერა „Eros"-ზე მუშაობა. მეშვიდე ალბომი გამოიცა 2012 წელს, სახელწოდებით „Koi No Yokan". ხოლო, მერვე 2016 - „Gore". ჯგუფი განაგრძობდა სვლას უფრო მეტი ექსპერიმენტული მიმართულებით, რამაც კრიტიკოსების მოწონებაც კი დაიმსახურა. 2020 წლის „Ohms"-ში მკვეთრად აღიქმებოდა მძიმე ჟღერადობის დაბრუნება. 2024 წლის 10 ნოემბერს გამოუშვეს კლიპი Dia De Los ღონისძიებასთან დაკავშირებით.

ისტორია

სტივენ კარპენტერს 15 წლის ასაკში, სკეიტბორდით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა.[2] რამაც, იძულებული გახადა რამდენიმე თვის განმავლობაში ეტლით ესარგებლა. მოცემულ პერიოდში მან გიტარაზე სწავლა „Trash Metal" ბენდის სიმღერებით დაიწყო.

ფართოდ გავრცელებული მითი ამტკიცებდა რომ, მძღოლმა კარპენტერს გარკვეული რაოდენობის თანხა გადაცა. მოგვიანებით კი, ჯგუფმა კარპენტერისთვის მინიჭებული თანხა აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენა. თუმცა, აბე სუნინგამმა 2007 წლის ინტერვიუში განაცხადა რომ მსგავსი შემთხვევა ჯგუფის არსებობის ისტორიაში არ ყოფილა. კარპენტერი, სუნინგამი და მორენო ბავშვობის მეგობრები იყვნენ. სამივე საკრამენტოში, C.K. McClatchy საშუალო სკოლაში სწავლობდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მეგობრებად ქალაქის სკეიტბორდის სავალით დარჩნენ. კარპენტეტი მძიმე მეტალის ფანი იყო. მორენო კი, მაღალსაფეხურიანი პანკ ჯგუფების, როცა მორენომ შეიტყო რომ კარპენტერი გიტარაზე და სუნინგამი დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა შეკრება გადაწყვიტეს.

1988 წლიდან კარპენტერის ავტოფარეხში რეგულარულად დაიწყეს დაკვრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შეუერთდა ფრენკ დელგადო. ჯგუფმა აუდიტორიის გაფართოება დაიწყო. სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში საკმაოდ ცნობილ ბენდებთან ერთად შეასრულეს მრავალი კონცერტი. ჯგუფის სახელწოდება წარმოქმნილია იმდროისთვის პოპულარული ტერმინებისგან „Def“ და „Tones“. მოცემულ ტერმინებს იყენებდნენ ცნობილი ბენდის წარმომადგენლები. აგრეთვე, სიტყვასიტყვით შესაძლოა აღიქვას როგორც „ყრუ ტონი“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Chan, Cherylene. Deftones' Abe Cunningham: "We just let things happen, for better or worse". Insing.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 5, 2017. ციტირების თარიღი: May 4, 2018
  2. Wiederhorn, Jen. Interview with Stephen Carpenter (October 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 20, 2016. ციტირების თარიღი: December 8, 2016

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.