ColecoVision
| ColecoVision | |
|---|---|
|
| |
|
ColecoVision კონტროლერთან ერთად | |
| მწარმოებელი | Coleco |
| ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეორე თაობა |
| გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. აგვისტო, 1982 ევრ ივლისი, 1983 |
| თავდაპირველი ფასი | 175 აშშ დოლარი[1] |
| შეწყდა | 1985 |
| გაიყიდა | 2 მილიონი |
| მედია | სათამაშო კარტრიჯი |
| პროცესორი | Zilog Z80 |
| მეხსიერების საცავი | 8/16/24/32 კბ |
| გრაფიკა | TMS9928A |
| ხმა | SN76489A-ის ჩიპი |
| შეტანა | 175 |
| კონტროლერის შეტანა |
|
| ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Donkey Kong“ (კომპლექტში) |
| წინა | Coleco Adam |
| შემდეგი | Coleco Telstar |
ColecoVision — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Coleco-ს მიერ 1982 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში, 1983 წელს ევროპაში. Atari 2600-ისგან განსხვავებით, ColecoVision მომხმარებლებს სთავაზობდა არკადული სისტემის მსგავს მძლავრ გრაფიკას და შესაძლებლობებს, აგრეთვე ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების შესაძლებლობას.
კონსოლის თავდაპირველი ფასი 175 აშშ დოლარს შეადგენდა. ის მოიხმარდა NEC-ის Zilog Z80A-ს ცენტრალურ პროცესორს 3.58 მჰც ტაქტური სიხშირით, Texas Instruments TMS9928A-ის ვიდეო პროცესორს 256×192 გაფართოებით, Texas Instruments SN76489A-ის ხმის ჩიპს და 1 კბ ოპერატიულ მეხსიერებას. რაც შეეხება თამაშების ბიბლიოთეკას, გამოშვებისთანავე კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო 12 თამაში, მათ შორის Nintendo-ს „Donkey Kong“, Sega-ს „Zaxxon“ და შედარებით ნაკლებად ცნობილი პროექტები როგორებიცაა „Lady Bug“, „Cosmic Avenger“, „Venture“. 1982-1984 წლებში დაახლოებით 145 თამაში გამოიცა.[2] კონსოლისთვის, აგრეთვე გამოვიდა რამდენიმე სპეციალური ხელსაწყო გაფართოების მოდული, რომლებსაც გააჩნდათ სხვადასხვა დატვირთვა. „გაფართოების მოდული #1“ Atari 2600-ის თამაშების გაშვების საშუალებას იძლეოდა.[3]
1982 წლის ბოლო გაიყიდა 500 ათასი ეგზემპლარი.[4][5] ColecoVision-ის ეს წარმატება გარკვეულწილად განაპირობა Nintendo-სთან დადებულმა შეთანხმებამ, რითაც Coleco-ს ეძლეოდა უფლება კონსოლთან ერთად კომლექტში გაეყიდა Nintendo-ს თამაში Donkey Kong.[6] ვიდეო თამაშების კრიზისამდე 1983 წელს გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა,[7] ხოლო 1984 წლის დასაწყისისთვის კონსოლის გაყიდვებმა შესამჩნევად იკლო.[8] ფაქტი იმის შესახებ თუ რამდენი მილიონი ასლი გაიყიდა მთლიანობაში უცნობია, თუმცა 1984 წლის ზაფხულში გაყიდვებმა 2 მილიონი შეადგინა.[8] 8 თვის შემდეგ Coleco-მ დატოვა ვიდეო თამაშების ბაზარი,[9][10] ხოლო 1985 წლის ოქტომბერში ColecoVision-ის წარმოება შეწყდა.[11] მისი შეჩერების მთავარ მიზეზად მიჩნეულია 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი.[12] 1986 წელს Bit Corporation-მა შექმნა ColecoVision-ის კლონი Dina, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკაში Telegames Personal Arcade-ის სახელით გამოსცემდა კომპანია Telegames.[1]
2009 წელს საიტ IGN-მა თავის სიაში „25 საუკეთესო სათამაშო კონსოლი“ ColecoVision-ს 12-ე ადგილი მიუჩინა.[13] 1996 წელს პროგრამისტმა კევინ ჰორტონმა შექმნა ColecoVision-ის პირველი Homebrew თამაში „Kevtris“, რომელიც „ტეტრისის“ კლონს წარმოადგენს.[14][15] 1997 წელს Telegames-მა გამოუშვა ColecoVision-ის თამაშების კოლექცია Microsoft Windows-ისთვის.[16] ხოლო 2014 წელს AtGames-მა გამოსცა კონსოლი სახელწოდებით ColecoVision Flashback, რომელიც მოიცავს 60 თამაშს, მათ შორის Sega-ს „Zaxxon“-ს და Exidy-ის „Venture“-ს.[17]
თამაშები
გალერეა
-
ColecoVision
-
გაფართოების მოდული 1
-
გაფართოების მოდული 2
-
ColecoVision-ის კონტროლერი
-
ColecoVision-ის კარტრიჯი
-
Super Action Controller
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ColecoVision“ ვიკისაწყობში.- ColecoVision-ის ისტორია
- ColecoVision დაარქივებული 2020-10-12 საიტზე Wayback Machine. Old-Computers-ზე
- ColecoVision RetroRBG-ზე
- Colecovision Internet Archive-ზე
- ColecoVision Zone დაარქივებული 2019-12-23 საიტზე Wayback Machine. — ფოტოებისა და დოკუმენტების სრული არქივი
- ColecoVision ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკაში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 ColecoVision: The Arcade Quality Video Game System. ClassicGaming. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2008.
- ↑ Forster, Winnie (2005), The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005, GAMEPLAN, p. 50, ISBN 3-00-015359-4
- ↑ The Game Doctor (ივნისი, 1983). „Q&A“. Electronic Games. p. 112. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება) - ↑ "Coleco hits with home video games", Business Week: 31, 1983-01-24
- ↑ Video Game Maker Says 1st-Quarter Profit More Than Tripled, Associated Press, 1983-04-20
- ↑ "Coleco's New Video Challenge", New York Times: 1 (Section D), 1982-11-11
- ↑ Video Game Maker Says 1st-Quarter Profit More Than Tripled, 1983-04-20
- ↑ 8.0 8.1 Coleco Industries sales report, PR Newswire, 1984-04-17
- ↑ "Coleco Reassesses Its Video Games", New York Times (Reuters): 4 (Section D), 1985-06-13
- ↑ "Video games Coleco may drop out", The Globe and Mail (Canada), 1985-06-21
- ↑ "Coleco's Net In Sharp Rise", New York Times (Associated Press), 1985-10-19
- ↑ „The Next Generation 1996 Lexicon A to Z: ColecoVision“. Next Generation. Imagine Media (15): 31. მარტი, 1996. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Colecovision is number 12. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-03. ციტირების თარიღი: 2010-12-20.
- ↑ Kevtris for ColecoVision. MobyGames (2006-11-29). ციტირების თარიღი: 2009-08-24.
- ↑ Classic Videogame Games INTERVIEW - Kevin Horton. Good Deal Games. ციტირების თარიღი: 2009-08-24.
- ↑ Personal Arcade Volume One for Windows. MobyGames (2000-05-21). ციტირების თარიღი: 2009-08-24.
- ↑ .ColecoVision Flashback at AtGames E-Store. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-15. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
| ||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.