All Nightmare Long
| „All Nightmare Long“ | ||||
|---|---|---|---|---|
|
პირველი CD-ის ყდა | ||||
| სინგლი — მეტალიკა | ||||
| ალბომიდან Death Magnetic | ||||
| გამოსვლის თარიღი | 15 დეკემბერი, 2008 | |||
| ჩაიწერა |
2007 წლის 12 მარტი-2008 წლის 11 მაისი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
| ჟანრი | მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი | |||
| ხანგრძლივობა | 7:58 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Warner Bros. | |||
| ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, კირკ ჰემეტი, ლარს ულრიხი, რობერტ ტრუჰილო | |||
| პროდიუსერი | რიკ რუბინი | |||
| მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
| აუდიომაგალითი | ||||
|
yes | ||||
| ალტერნატიული გარეკანი | ||||
|
მეორე CD-ის ყდა | ||||
| ალტერნატიული გარეკანი | ||||
|
DVD სინგლის ყდა | ||||
All Nightmare Long — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეხუთე სინგლი და მეხუთე სიმღერა მათივე 2008 წლის სტუდიური ალბომიდან Death Magnetic. სინგლი გამოვიდა 2008 წლის 15 სექტემბერს.[1] სიმღერა გამოყენებული იქნა WWE-ს მიერ თემად ღონისძიებაზე No Mercy 2008,[2] სიმღერას ჯგუფი Drop-D ტიუნინგით უკრავს.
მუსიკალური ვიდეო
მუსიკალური ვიდეოს პრემიერა, რომლის რეჟისორიცაა რობერტ შობერი[3], შედგა 2008 წლის 7 დეკემბერს მეტალიკის ოფიციალურ საიტსა და Yahoo Video-ზე.[4][5] ვიდეოში, რომელშიც ჯგუფის წევრები არ ჩანან, ასახულია 1908 წლის ისტორიული მოვლენის — ტუნგუსკის მეტეორიტის ჩამოვარდნის ალტერნატიული ისტორია ფსევდოდოკუმენტურ სტილში. იგი ასახავს ამ ფაქტის შემდგომ განვითარებულ შეთხზულ მოვლენებს, როდესაც საბჭოთა კავშირის მეცნიერები აღმოაჩენენ სპორებს არამიწიერი არსებისა, რომელიც წააგავდა პატარა უვნებელ ბრონირებულ ჭიას.
ტექსტის მნიშვნელობა
ერთ-ერთ ინტერვიუში ჯეიმზ ჰეტფილდმა განმარტა სიმღერის ტექსტის მნიშვნელობა:[6]
„ეს იყო მცდელობა, დავბრუნებოდით ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის მითებს, როგორებიცაა Thing that Should Not Be და Call of Ktulu (როგორც ეს ორიგინალშია). ეს სიმღერა ტინდალოს ძაღლებზეა, რომელიც იყო კიდევ ერთი შეშლილი ტვინის ბურღვა მგლებზე, რომლებიც ნადირობენ მათი კოშმარების საშუალებით და მათგან გაქცევის ერთადერთი საშუალებაა ანგელოზებთან დარჩენა. ძილიდან გამოსვლაც კი შეუძლებელია.“
|
გამოცემის ვერსიები
სინგლი ხელმისაწვდომია სამ სხვადასხვა გამოცემაში.[1] პირველი გამოცემა გამოვიდა ციფრული პაკეტის სახით და მოიცავდა სიმღერის ალბომისეულ ვერსიას სიმღერების Wherever I May Roam და Master of Puppets საკონცერტო ვერსიების თანხლებით, რომლებიც ჩაწერილია 2008 წლის სექტემბერს ბერლინში.[1] მეორე გამოცემა, რომელსაც ხმისჩამწერი კომპანია J card-ს უწოდებს, მოიცავს ასევე All Nightmare Long-ის სტუდიურ ჩანაწერს სიმღერების Blackened და Seek & Destroy საკონცერტო ვერსიების თანხლებით, რომლებიც ასევე ბერლინის კონცერტზეა ჩაწერილი.[1] მესამე ვერსია მოიცავს სიმღერას DVD-ზე, ათ წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ასახავს ჯგუფის მიერ გატარებულ დღეებს ბერლინში, ოცწუთიან საკონცერტო ჩანაწერს იმ ღამის ალბომის გამოშვებისადმი მიძღვნილი წვეულებიდან და თხუთმეტწუთიან ჩანაწერს Rock Im Park-ის ტიუნინგის ოთახიდან.[1]
სიმღერების სია
2008 წლის CD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794011)
- All Nightmare Long – 7:58
- Wherever I May Roam (საკონცერტო) – 6:37
- Master of Puppets (საკონცერტო) – 8:20
2008 წლის CD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794211)
- All Nightmare Long – 7:59
- Blackened (საკონცერტო) – 6:42
- Seek & Destroy (საკონცერტო) – 7:45
2008 წლის DVD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794213)
- All Nightmare Long
- Berlin Magnetic [დოკუმენტური]
- Rock Im Park 'Containter' Rehearsal
2008 წლის SHM-CD EP (იაპონია: Vertigo UICR-9031)
- All Nightmare Long – 7:58
- Wherever I May Roam (საკონცერტო) – 6:37
- Master of Puppets (საკონცერტო) – 8:20
- Blackened (საკონცერტო) – 6:42
- Seek & Destroy (საკონცერტო) – 7:45
2009 წლის მაქსი სინგლი (ავსტრალია: Vertigo 1794216)
- All Nightmare Long – 8:01
- Master of Puppets (საკონცერტო) – 8:20
- Blackened (საკონცერტო) – 6:29
- Seek & Destroy (საკონცერტო) – 7:45
პერსონალი
მეტალიკა
- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა
- რობერტ ტრუჰილო – ბას-გიტარა
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები
- სტუდიური პერსონალი
- რიკ რუბინი – მუსიკალური პროდიუსერი
- ტედ იენსენი – მასტერინგი
- გრეგ ფაიდელმენი – მიქსი
ჩარტები
| ჩარტი [7] | უმაღლესი პოზიცია |
|---|---|
| ესპანეთის 20 საუკეთესო სინგლი | 1 |
| ფინეთის 20 საუკეთესო სინგლი | 11 |
| იტალიის 50 საუკეთესო სინგლი | 12 |
| გერმანიის 100 საუკეთესო სინგლი | 15 |
| ბელგიის 50 საუკეთესო სინგლი | 27 |
| დანიის 50 საუკეთესო სინგლი | 38 |
| შვედეთის 60 საუკეთესო სინგლი | 44 |
| ავსტრიის 75 საუკეთესო სინგლი | 51 |
| საფრანგეთის 100 საუკეთესო სინგლი | 55 |
| აშშ-ის ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები | 9[8] |
| აშშ-ის ბილბორდის როკ სიმღერები | 28 |
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 მეტალიკა: All Nightmare Long სინგლის დეტალები გამომჟღავნდა. Blabbermouth (15 ნოემბერი, 2008).[მკვდარი ბმული]
- ↑ მეტალიკის All Nightmare Long NO MERCY-ის თემაა. Blabbermouth (12 სექტემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-14. ციტირების თარიღი: 2010-08-22.
- ↑ ექსკლუზიური ინტერვიუ მეტალიკის ვიდეოს რეჟისორთან
- ↑ rockdirt.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-15. ციტირების თარიღი: 2010-08-22.
- ↑ Metallica’s “All Nightmare Long”-ის ვიდეოს პრემიერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-03. ციტირების თარიღი: 2010-08-22.
- ↑ jam.canoe.ca
- ↑ acharts.us
- ↑ შემსრულებლის ჩატების ისტორია - მეტალიკა (სინგლები). ბილბორდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-01. ციტირების თარიღი: 2009-07-02.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.