2С7

2S7

სანქტ-პეტერბურგის მუზეუმში
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 46
ეკიპაჟი, კაცი 7 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1976-1983
ექსპლუატაციის წელი(წლები) დღემდე
გამოშვების რაოდენობა 300
ძირითადი ოპერატორები რუსეთის დროშა რუსეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
ბელარუსის დროშა ბელარუსი
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 3,38
სიმაღლე, მმ 3
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი 10მმ მსუბუქი ჯავშანი
შეიარაღება
ტყვიამფრქვევები 1 х 12,7-მმ НСВТ
სხვა შეიარაღება 203მმ 2А44 მაქს.სიშორე სტანდარტული ჭურვით 37,500
მობილურობა
ძრავის ტიპი 12 ცილინდრიანი А-24-1/В-24-1
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 840
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 40
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 500

2S7 PION — 1977 წლიდან 1983 წლამდე საბჭოთა კავშირში სერიულად წარმოებული ტანკი. ნატოს კლასიფიკაციით მისი სახელია M-1975 თუმცა მსგავსი სახელი ასევე ჰქვია თვითმავალ ნაღმტყორცნს 2S4 Tyulpan-ს თუმცა საბჭოთა კავშირში მათი საიდენთიფიკაციო სახელები განსხვავდებოდა ბოლო ციფრით.

შექმნის ისტორია

მსგავსი ქვემეხის შექმნა დაიწყო 1960-იან წლებში თუმცა საბოლოო შედეგი 1967 წელს მიიღეს,ქვემეხი გამოდგა ერთ ერთი უნიკალური რადგან ამ ქვემეხს შეეძლო როგორც ჩვეულებრივი ჭურვის გასროლა ასევე ატომური ჭურვის გასროლაც რომელიც დიდ უპირატესობას აძლევდა ცივი ომის დროს ნატოს წინააღმდეგ. მისი შასის დამუშავება კი დაიყო 1967 წელს T-64 - ის ბაზაზე შედეგი მალევე მიიღეს თუმცა გასროლისას ძლიერი მუხტის გამო მანქანა წონასწორობას კარგავდა და მიზანს დიდი მანძილით აცილებდა,ამის გამო აუცილებელი გახდა შეემუშავათ ისეთი რამ რაც მანქანას გასროლისას გაამაგრებდა სულ მალე კი გამოჩნდა ვარიანტი რომ დაეყენებინათ ისეთივე მოწყობილობა რაც აქვთ ბულდოზერებს წინ ოღონდ ამ შემთხვევაში ის უკან უნდა ყოფილიყო და გასროლამდე ის კარგად უნდა ჩასმულიყო მიწაში,ამან მალევე გამოიღო ეფექტი თუმცა მალე ამ საცდელ მანქანას იგივე პრობლემები შეექმნა რაც T-64 - ს რის გამოც ქვემეხი ახალ შასზე T-80 - ზე გადაიტანეს და სიგრძეში დააგრძელეს და სწორედ ეს ვერსია მიიღეს შეიარაღებაში.

საბრძოლო ისტორია

2S7 PION - ი საბჭოთა დროს უმეღლესი მთავარსარდლის პირად დაქვემდებარებაში მყოფი განსაკუთრებული დანიშნულების საარტილერიო დანაყოფების შეიარაღებაში იყო ამიტომაც ამ მანქანას განსაკუთრებით უფრთხილდებონენ, ამიტომ მას ძალიან ცოტა აქვს საბრძოლო გამოცდილება. პირველად ის ავღანეთის ომში გამოიყენეს ძალიან მცირე რაოდენობით თუმცა სსრკ - ს დაშლის შემდეგ ის ჩეჩნეთის ომში შედარებით აქტიურად გამოიყენეს.

რუსეთ-საქართველოს ომი (2008)

პიონებს რუსეთ-საქართველოს ომში მხოლოდ ქართული მხარე იყენებდა და ბევრად უფრო ეფექტურად ვიდრე სხვა საარტილერიო დანადგარებს. ლეიტენანტი გიორგი დალაქიშვილი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - პიონების ბატარეის 1-ელი ოცეულის მეთაური ამბობს :

ვიკიციტატა
„გორთან სატელევიზიო ანძასთან საუკეთესო პოზიცია გვეკავა,ეს მაშინ ვირწმუნეთ,როდესაც რუსული მოიერიშეები ერთმანეთის მიყოლებით გვბომბავდნენ, მაგრამ ერთი ბომბიც ვერ მოგვარტყეს! სამაგიეროდ მტერს 600მდე 203-მმიანი ჭურვი მაინც ვესროლეთ.“
პიონი გასროლისას (ნახატი)

გორის სატელევიზიო ანძასთან ქართულმა მხარემ პიონების დახმარებით რუსულ ავიაციას მახეც კი დაუგო.გორის სატელევიზიო ანძა იყო საუკეთესო ადგილი საარტილერიო დანადგარების განთავსებისთვის რადგან ამ ადგილს ორივე მხრიდან მთები ესაზღვრებოდა ხოლო უკან კი მაღალი ძაბვის ელექტრო ანძები,როცა რამდენიმე დაბომბვა მოხდა ამ ადგილის და თუმცა ყველა წარუმატებელი გამოდგა,მალევე ქართველ გენერლებს იდეა მოუვიდატ რომ ამ ადგილებში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება განეთავსებინათ, ამან კი მალევე შედეგი გამოიღო და 5 SU-25 და SU-24 ჩამოაგდო ბოლოს კი პიონების გასანდგურებლად მი-24 - ი გამოფრინდა რომელიც დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა რადგან დაბალ სიმაღლეზე სარაკეტო დანადგარს ჩამოგდება არ შეუძლია თუმცა მალევე ვერტმფრენიც ჩამოაგდეს საზენიტო დანადგარით. სულ ომში საქართველომ 5 პიონი დაკარგა (ბრძოლაში არც ერთი).

მოდიფიკაციები

  • 2С7М Малка - 1985 წელს პიონს მოდერნიზაცია ჩაუტარეს და გაიზარდა ქვემეხის სროლის სისწრაფე 1,5-დან 2,5 გასროლამდე წუთში,ასევე აგაუმჯობესდა ჭურვების საწყობი და 4 ჭურვის მაგივრად 8 მიჰქონდა,ასევე დაყენდა ელექტრონული აპარატურა რომელიც ავტომატურ რეჟიმში იღებდა მონაცემებს ზუსტი გასროლისთვის,მოდერნიზებული ვერსია 5 წუთში 8 ჭურვს ისროდა,10 წუთში 15ს,20 წუთში 24ს,30 წუთში 30 ჭურვს ხოლო ერთსაათში კი უკვე 40 ჭურვს.
  • СГК-80 - მაღალი მობილურობის 65 ტონის ამწე.
  • БТМ-4М „Тундра“ - სწრაფი მოქმედების საინჟინრო მანქანა რომელიც თხრიდა სანგრებს.

ოპერატორები

ყოფილი ოპერატორები

რესურსები ინტერნეტში

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.