Share to: share facebook share twitter share wa share telegram print page

 

მხევლის წიგნი (სერიალი)

მხევლის წიგნი
ჟანრი ტრაგედია, ანტიუტოპია
რეჟისორი ბრიუს მილერი
მონაწილეობენ
კომპოზიტორ(ებ)ი ადამ ტეილორი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 5
ეპიზოდი 56
წარმოება
ხანგრძლივობა 41–65 წუთი
კომპანია
  • Daniel Wilson Productions, Inc.
  • The Littlefield Company
  • White Oak Pictures
  • Toluca Pictures
  • MGM Television
ეთერი
ორიგინალური არხი Hulu
ეთერში 26 აპრილი, 2017 (2017-04-26) — დღემდე (დღემდე)
რესურსები ინტერნეტში
ელიზაბეთ მოსი 2014 წელს
ჯოზეფ ფიენესი 2018 წელს

მხევლის წიგნი (ინგლ. The Handmaid's Tale) — 2017 წლის ამერიკული ანტიუტოპიური სერიალი, რომლის რეჟისორია ბრიუს მილერი. დაფუძნებულია მარგარეტ ეტვუდის 1985 წლის ამავე სახელწოდების რომანზე. შედგება ხუთი სეზონისაგან. აგრეთვე დაგეგმილია მისი საბოლოო, მეექვსე სეზონი[1].

„მხევლის წიგნის“ პირველმა სეზონმა ემის ჯილდოს 13 ნომინაციიდან რვა კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება. სერიალს ასევე მიღებული აქვს ოქროს გლობუსი საუკეთესო ტელესერიალისთვის დრამის ჟანრში. სერიალში შესრულებული როლისთვის ელისაბეტ მოსმა მოიპოვა ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

სიუჟეტი

სერიალი მოგვითხრობს გილიადისტოტალიტარული საზოგადოების — შესახებ.

გარემოს დაცვის პრობლემებისა და შემცირებული შობადობის წინაშე მდგარ გილიადას ფუნდამენტალისტური იდეოლოგია მართავს, რომელსაც ახასიათებენ, როგორც „ტრადიციულ ღირებულებებთან დაბრუნებას“. გილიადაში ქალების სექსუალურ მონებად ქცევით ცდილობენ მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას. სერიალში მთხრობელის როლში ერთ-ერთი ამ ქალთაგანი, მხევალი ჯუნი გვესახება, რომელსაც შემდგომში კომენდირის სახელის ზეგავლენით (ფრედი) „ფრედისას“ შეარქმევენ. ჯუნი ცდილობს გადარჩეს ტოტალიტარულ საზოგადოებაში და იპოვოს საკუთარი ქალიშვილი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მარგარეტ ეტვუდის რომანსა და მასზე დაფუძნებულ სერიალს შორის გილიადის რასისტული იდეოლოგიაა. წიგნის მიხედვით, შავკანიანი ქალები გილიადაში მხევლებად არ დაიშვებიან.

წარმოება

Hulu-მ სერიალი 2016 წლის აპრილში დააანონსა მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობთან, ელიზაბეთ მოსთან ერთად. სერიალის რეჟისორია ბრუს მილერი, რომელიც ასევე ითავსებს აღმასრულებელი პროდუსერის როლს დენიელ უილსონთან, ფრან სირსთან და უორენ ლიტლფილდთან ერთად. ეტვუდი ჩართულია როგორც მრჩეველი პროდუსერი. ელიზაბეთ მოსი ერთ-ერთი პროდუსერია.

სამირა უილი, მაქს მინგელა და ენ დოუდი ქასთს 2016 წლის ივლისში შეუერთდნენ, ხოლო ჯოსეფ ფიენესი, მადელინ ბრეუერი და ივონ სტრაჰოვსკი 2016 წლის აგვისტოში.

ტორონტოში, მისისაუგაში, ჰამილტონში, ბარლინგტონში, ოაკვილსა და კემბრიჯში 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე გადაღებების შემდეგ, Hulu-მ სერიალის პირველი სრული ტრეილერი Youtube-ზე 2017 წლის 23 მარტს დააანონსა, პრემიერა კი 2017 წლის 26 აპრილს შედგა.

სამსახიობო შემადგენლობა

  • ელიზაბეთ მოსი ჯუნ ოსბორნის/ფრესისას/ჯოზეფისას როლში — სერიალის მთავარი პროტაგონისტი.
  • ჯოზეფ ფიენესი კომენდირ ფრედ უატერფორდის როლში — გილიადის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
  • ივონ სტრაჰოვსკი სერენა ჯოი უატერფორდის როლში — ფრედის ცოლი და კონსერვატიული კულტურული აქტივისტი. გილიადის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
  • ალექსის ბლედელი დოქტორი ემილი მალეკის/გლენისას/სტივენისას/როისას/ჯოზეფისა #1-ის როლში — ერთ-ერთი მხევალი და გილიადის აქტიური მოწინააღმდეგე.
  • მადელინ ბრეუერი ჯანინ ლინდოს/ვარენისას/დანიელისას/ჰოვარდისას როლში — ერთ-ერთი მხევალი.
  • ენ დოუდი დეიდა ლიდიას/ლიდია კლემენტსის როლში — მხევლების მეთვალყურე. გამოირჩევა ძალადობრივი ქცევებითა და დასჯის ბრუტალური მეთოდებით.
  • ო.ტ. ფაგბენლი ლუკ ბენკოლის როლში — ჯუნის ქმარი გილიადამდე.
  • მაქს მინგელა კომენდირ ნიკ ბლეინის როლში — კომენდირ უატერფორდის მძღოლი, რომელსაც რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებს ჯუნ ოსბორნთან.
  • სამირა უილი მოირა სტრანდის როლში — ჯუნის საუკეთესო მეგობარი, ერთ-ერთი მხევალი.
  • ამანდა ბრუგელი რიტას როლში — მოახლე უატერფორდის სახლში.
  • ბრედლი უიტფორდი კომენდირ ჯოზეფ ლოურენსის როლში — კოლონიების დამფუძნებელი და გილიადის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ფიგურა.
  • სემ ჯაგერი მარკ ტუელოს როლში — ამერიკის შეერთებული შტატების ჯაშუში, რომელთანაც სერენას ურთიერთობა აქვს კანადაში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Strause, Jackie. (8 სექტემბერი, 2022) 'The Handmaid's Tale' Sets Final Season as Bruce Miller Plots Next Chapter With 'The Testaments' at Hulu. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2022
Kembali kehalaman sebelumnya