Microsoft Word
| Microsoft Word | |
|---|---|
Microsoft Word-ის ვერსია Microsoft Office 365-იდან, ახალი დიზაინით | |
| მწარმოებელი | კორპორაცია Microsoft |
| გამოვიდა | 25 ოქტომბერი, 1983 (როგორც Multi-Tool Word) |
| ბოლო გამოშვება | 2209 (16.0.15629.20208) / 11 ოქტომბერი, 2022[1] |
| პროგრამირების ენა | C++[2] |
| ოს |
|
| პლატფორმა | IA-32, x64, Arm, Arm64 |
| ენა | მრავალენოვანი |
| ჟანრი | ტექსტის რედაქტორი |
| ლიცენზია | დაპატენტებული EULA |
| საიტი | microsoft.com/en-us/microsoft-365/word |
MicrosoftWord — ტექსტური რედაქტორი, რომელსაც აწარმოებს კორპორაცია Microsoft. იგი პირველად გამოვიდა 1983 წელს, Xenix-ის სისტემებისათვის, სახელწოდებით „Multi-Tool Word“. Microsoft Office Word შედის Microsoft Office-ის პაკეტში.
პროგრამის აღწერა
მისი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის ტექსტების დოკუმენტის შექმნა, ცხრილების და სხვადასხვა გრაფიკული ობიექტების ჩათვლით.
Microsoft Word უზრუნველყოფს ტექსტური ფაილის მარტივ და მოხერხებულ დაფორმატებას კარგად მოფიქრებული ინსტრუმენტებისა და გასაგები ინტერფეისის მეშვეობით. ფუნქციების ფართო სპექტრის წყალობით ტექსტური პროცესორი Microsoft Word გვაგონებს მაგიდის საგამომცემლო სისტემას. პროგრამის ფუნქციურ შესაძლებლობათა შორის უნდა აღინიშნოს:
- მთელი რიგი სხვადასხვა ზომის შრიფტებისა და მოხაზულობის სიმბოლოების არსებობა;
- ტექსტის გამოყოფის საშუალებების არსებობა;
- აბზაცების პარამეტრების, ხაზთა შორის ინტერვალების დაყენების საშუალება;
- მართლწერის, სინონიმების შერჩევის ავტომატური შემოწმების საშუალება;
- გვერდების ავტომატური დანომვრა და სიტყვების ახალ ხაზზე გადატანა;
- ცხრილებისა და ჰიპერტექსტის შექმნის საშუალება ბმულებით და ბევრი სხვა.
აღნიშნული პროგრამის ფუნქციონალი ძალზედ მრავალფეროვანია, რის წყალობითაც ტექსტს ექნება წასაკითხად და აღსაქმელად მოხერხებული სახე. გარდა ამისა, ავტოფორმატირების, სტილების გამოყენება, ასევე წინასწარ შერჩეული შაბლონები იძლევიან Microsoft Word–თან მუშაობის გაცილებით მარტივი და მოხერხებული მუშაობის შესაძლებლობას.
უკანასკნელი ვერსიების ძირითად ფორმატს წარმოადგენს Microsoft Office Open XML (გაფართოება .docx), რომელიც წარმოადგენს ZIP-არქივს და შეიცავს ტექსტს XML მონიშვნით, და ასევე მთელ აუცილებელ გრაფიკას. ყველაზე გავრცელებულად ჯერ კიდევ რჩება Microsoft Word 97—2010-ის ფაილების ბინარული ფორმატი გაფართოებით .doc.
ლიტერატურა
- ზ. ბაიაშვილი, „საოფისე კომპიუტერული პროგრამები“, თბ., 2011
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Update history for Microsoft Office 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 14, 2021. ციტირების თარიღი: April 13, 2021
- ↑ C++ in MS Office. cppcon (July 17, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 7, 2019. ციტირების თარიღი: June 25, 2019
- ↑ System requirements for Office. Office.com. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 30, 2019. ციტირების თარიღი: March 30, 2019
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.