Mad Men
| Mad Men | |
|---|---|
![]() გამხსნელი ტიტრი | |
| ჟანრი | დრამა |
| ავტორი | მეთიუ ვინერი |
| მონაწილეობენ |
ჯონ ჰემი ელიზაბეტ მოსი ვინსენტ კარტჰაიზერი ჯენიუარი ჯოუნზი კრისტინა ჰენდრიქსი მეგი სიფი (სეზონი 1) ბრაიან ბეტი (სეზონი 1-3) მაიკლ გლედისი რიჩ სომერი აარონ სტეიტონი ელისონ ბრი რობერტი მორსი ჯონ სლეტერი კირნან შიპკა |
| ქვეყანა |
|
| სეზონი | 6 |
| ეპიზოდი | 78 (ეპიზოდების სია) |
| წარმოება | |
| ხანგრძლივობა | 47 წთ. |
| ეთერი | |
| ორიგინალური არხი | AMC |
| ეთერში | 19 ივლისი, 2007 — დღემდე |
| საიტი | |
Mad Men (შემოკლ. Madison Men, ორაზროვანი მნიშვნელობით „თავქარიანი ადამიანები“) — ამერიკული დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომლის შემქმნელი და რეჟისორია მეთიუ ვინერი (მასვე ეკუთვნის „სოპრანოს კლანი“). სერიალს ეთერში გადასცემს კომპანია AMC და დადგმულია Lionsgate Television-ის სტუდიის მიერ. სერიალის პრემიერა 2007 წლის 19 ივლისს შედგა. მესამე სეზონი 2009 წლის 8 ნოემბერს დაიხურა.[1] მეოთხე სეზონის გადაღება 2010 წლის 12 აპრილს დაიწყო და მისი პირველი სერია 2010 წლის 25 ივლისს გავიდა AMC-ს ეთერში.[2]
„მედ მენი“ 1960-იანი წლების ცხოვრებას ასახავს, თავდაპირველად, გამოგონილ „სტერლინგ კუპერის“ სარეკლამო სააგენტოში მედისონ ავენიუზე, ნიუ-იორკი, შემდეგ კი ახლად შექმნილ „სტერლინგ კუპერ დრეიპერ პრაისში“. სერიალის მთავარი გმირია დონ დრეიპერი (ჯონ ჰემი), „სტერლინგ კუპერის“ შემოქმედებითი დირექტორი და შემდეგ „სტერლინგ კუპერ დრეიპერ პრაისის“ დამფუძნებელი პარტნიორი. დანარჩენი გმირები დონ დრეიპერის ცხოვრებასთან დაკავშირებული ადამიანები არიან, როგორც ოფისში, ასევე — მის გარეთ. სერიალი ასევე აღწერს 1960-იან წლებში მიმდინარე ამერიკის სოციალური ღირებულებების გარდასახვის პროცესს.
სერიალმა მრავალი კრიტიკოსის მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით მისი ისტორიული ავთენტურობისა და ვიზუალური სტილისთვის, და, შესაბამისად, მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის ცხრა „ემი“ და ხუთი „ოქროს გლობუსი“. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი საკაბელო ტელესერიალი, რომელმაც ემის ჯილდო მიიღო „შესანიშნავი დრამატული სერიალისთვის“ (2008 და 2009 წლებში).[3] ნიუ-იორკ ტაიმზის თქმით სერიალი „კულტურული ფენომენი“ გახდა, ისევე, როგორც ეს თავის დროს „სოპრანოს კლანი“ იყო.[4]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ ლიტლტონი, სინტია (2009-05-04). „'Mad Men' 2009 წლის 16 აგვისტოს ბრუნდება“. Variety. Variety. ციტირების თარიღი: 2009-05-04.
- ↑ AMC ადგენს Mad Men-ის პრემიერის თარიღს. TVGuide.com.
- ↑ Joyce Eng (20 სექტემბერი 2009). „კრისტინ ჩინოუეტი, ჯონ კრაიერი პირველ ემის იმსახურებს“. TVGuide.com. ციტირების თარიღი: 2009-09-20.
- ↑ "Back to Work for ‘Mad Men’", ალესანდრა სტენლი, ნიუ-იორკ ტაიმზი, 16 ივლისი, 2010.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.
